19 ოქტომბერს კლივლენდში როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ყოველწლიური ცერემონია  გაიმართა, რომლის ფარგლებში ლეგენდარულ მომღერალს - შერს მუსიკალური ინდუსტრიის საპატიო სტატუსი მიენიჭა, ცერემონიაზე მომღერალი ქართველი დიზაინერის, ალექსანდრე ახალკაციშვილის შექმნილი სამოსით წარდგა. შერმა ახალკაციშვილის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან ტყავის სამოსი, კორსეტი და პიჯაკი მოირგო. 

IMG_5010.jpeg 198.26 KB
შერი ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და ასევე მუსიკალური ნომრებიც გამართა, მათ შორის მოვისმინეთ 1998 წლის Believe - მისი კარიერის ყველაზე პოპულარული სიმღერა, რომელიც ცერემონიაზე დუა ლიპასთან ერთად შეასრულა და საღამოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მომენტად იქცა.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ცერემონიაზე, შერთან ერთად ახალი წევრები პერფორმერთა კატეგორიაში ისეთი მუსიკოსები და ჯგუფები გახდნენ, როგორებიც არიან: მერი ჯეი ბლაიჯი, პიტერ ფრემპტონი, ოზი ოსბორნი, Dave Matthews Band, Foreigner, Kool & the Gang და A Tribe Called Quest. მუზეუმის ახალი წევრები საზოგადოების წინაშე თავიანთი შემოქმედების გამორჩეული ჰიტებით წარდგნენ.



ფოტოს წყარო: Getty Images, Variety