იტალიურმა მოდის სახლმა Prada-მ Nasa-ს ახალი კოსმოსური კოსტიუმი წარადგინა, რომელიც კერძო კომპანია Axiom Space-თან თანამშრომლობით შეიქმნა. კოსმოსური კოსტიუმი განკუთვნილია NASA-ს Artemis III-ის მისიისთვის, რომელიც პირველი პროექტი იქნება მას შემდეგ, რაც 1972 წელს NASA-ს ხელმძღვანელობით Apollo 17 მთვარეზე დაჯდა.
Artemis III-ის გამორჩეულია იმითაც, რომ ისტორიაში პირველად ამ მნიშვნელოვან მისიას სათავეში ქალი - ქრისტინა კოხი ჩაუდგება. კოსტიუმის შექმნაზე Axiom Space-ის ინჟინრებმა და Prada-ს დიზაინერებმა ერთობლივად იმუშავეს, Prada-ს ხელობისა და კომპანიის ტექნიკური ცოდნის შერწყმით - ინჟინერიის, მეცნიერებისა და ხელოვნების გაერთიანების შედეგად ინოვაციური სკაფანდრი - “მომავლის კოსტიუმი’’ შეიქმნა. Prada ხშირად ქმნის სამოსს სხვადასხვა სპორტული მოვლენისთვის, თუმცა კოსმოსური კოსტიუმი სახლისთვის პირველია.
ნაცრისფერი და წითელი დეტალებით გაფორმებული თეთრი ფერის სკაფანდრი ისეა შეკერილი, რომ მზის ნათება და სითბო აირეკლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ ასტრონავტებმა მკაცრი პირობებისგან თავი დაიცვან. კოსმოსური კოსტიუმი აერთიანებს ჯანმრთელობის მონიტორინგის სისტემებს, ბიომეტრიულ სენსორებსა და პორტატიულ მოწყობილობას. Artemis III მისიის შესრულება და ადამიანის მთვარეზე დაბრუნება 2026 წლისთვის იგეგმება.
ფოტოს წყარო: Prada, Prada Group, The New York Times
დაწერე კომენტარი