Balenciaga დემნა გვასალიას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით ბრენდის საკულტო და ცნობილი ჩანთებისადმი მიძღვნილ კამპანიას - The Characters Campaign-ს წარმოგვიდგენს, რომელშიც ნაომი უოტსი, იზაბელ ჰუპერტი, კიმ კარდაშიანი და მიშელ იო მონაწილეობენ. ახალი კამპანია, რომელიც ნადავ კანდერმა გადაიღო, ხაზს უსვამს განახლებული დიზაინით შექმნილ ჩანთებს. 

პირველად 2001 წელს შექმნილი, კლასიკად ქცეული Le City Bag-ის ახალი ვერსია 2000-იანი წლების მოდის ინტერპრეტაციას წარმოადგენს და აერთიანებს რამდენიმე სტილის, ვინტაჟური Le City-ის გამორჩეულ ელემენტებს, მათ შორის - ჩანთის დამახასიათებელ ვერცხლისფერ დეტალებსა და ლითონის პატარა ბალთებს. Le City Bag რამდენიმე ზომით და მრავალი ფერითაა წარმოდგენილი. შეგიძლიათ შეიძინოთ თეთრი, შავი, ნაცრისფერი, ვარდისფერი, კრემისფერი, ვერცხლისფერი და ლურჯი - როგორც საშუალო, ისე პატარა ზომის. 

The Characters Campaign ასევე წარმოადგენს Rodeo ჩანთას, რომელიც ბევერლი ჰილზზე მდებარე Rodeo Drive-ის სახელს ატარებს და BEl Air ჩანთას, რომელიც თავდაპირველად წარმოდგენილი იყო Balenciaga-ს 2024 წლის შემოდგომის ჩვენებაზე. 

Balenciaga-ს  ჩანთების შეძენა სხვადასხვა გამოსახულების ინდივიდუალური ჩარმებით და  გასაღების საკიდებით არის შესაძლებელი, რაც მყიდველს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას აძლევს. ჩანთების ახალი ხაზი ხელმისაწვდომია Balenciaga-ს მაღაზიებში მთელ მსოფლიოში და სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე



ფოტოს წყარო: Balenciaga