ოლაფურ ელიასონის გამოფენა, სახელწოდებით ‘’Open’’ ლოს-ანჯელესში გაიხსნა და ახალ ინსტალაციებს წარმოადგენს, რომელიც სპეციალურად Geffen Contemporary-ისთვის MOCA-ში შეიქმნა. არტისტი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში სინათლისა და ფერის, გეომეტრიისა და სხვადასხვა ელემენტების შესწავლით ქმნის ნამუშევრებს, ახალი ინსტალაციები ერწყმის მუზეუმის არქიტექტურას და ფართომასშტაბიანი ოპტიკური მოწყობილობების სერიას წარმოადგენს, რომელიც რეაგირებს როგორც თავად შენობაზე, ისე ლოს-ანჯელესის ცვალებად ამინდზე. 

სპეციფიკური უახლესი ნამუშევრები და ინსტალაციები არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ფერს, შუქსა და გეომეტრიას შეცვალოს ადამიანის აღქმა და აამაღლოს ცნობიერება. სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ სენსორული გამოცდილება - სპექტრი, რომელიც იყენებს  გეომეტრიული ოპტიკის კანონებს განსახიერების, აღქმისა და მონაწილეობითი გამოცდილების შესაქმნელად. 

ნამუშევრებს შორის არის კალეიდოსკოპური სკულპტურები, რომლებიც შექმნილია სარკეებითა და სინათლით, კოშკები, რომლებიც ასევე წარმოდგენილია სარკეებითა და LED განათებებით, რაც ქმნის შესაძლებლობას ფერები შეიცვალოს ამინდისა და დროის მონაკვეთის მიხედვით, შავი სიბნელიდან ჩნდება ოქროსფერი, თეთრი და ნაცრისფერი ჩრდილები. ვხვდებით რომბისებრ ფერად სკულპტურას, რომელიც პრიზმულ ილუზიებს - პოლარიზებული ფილტრებისა და პლასტმასის კომბინაციით ერთგვარ რეალობად აქცევს და აძლიერებს ურთიერთქმედებას შუქსა და ფორმებს შორის, ნაშრომს აქვს შესაბამისი სათაური - ‘’შენი ცვალებადი ატმოსფერო’’.

ოლაფურ ელიასონის მრავალწლიან კარიერაში სარკეებისა და ფერადი განათებების გამოყენება არის მთავარი ტექნიკა, რომელსაც იგი მუდმივად შეისწავლის. ამგვარად, იგი ქმნის კალეიდოსკოპურ, ვიზუალურ ეფექტებს და დამთვალიერებელს საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს. Open არის ოლაფურ ელიასონის პირველი მასშტაბური გამოფენა ლოს-ანჯელესში და წარმოადგენს PST ART: Art & Science Collide-ის ნაწილს, რომელიც 70-ზე მეტ ექსპოზიციასა და პროგრამას აერთიანებს. ეს რეგიონული ღონისძიება იკვლევს ხელოვნებისა და მეცნიერების გაკვეთას როგორც წარსულიდან, ისე აწმყოდან.



ფოტოს წყარო: Studio Olafur Eliasson