ციფრული პლატფორმა Double Vision ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანის ფოტოებს აქვეყნებს, რომლის გადაღებაც პლატფორმის დამფუძნებლებს, მოდის ფოტოგრაფიის ცნობილ დუეტს -  უკავშირდება. ისინი ხშირად გვიზიარებენ სხვადასხვა დამწყები თუ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მოდელების ფოტოებს - Double Vision-ზე ვხვდებით ანოკ იაის, ჯიჯი ჰადიდს, კენდალ ჯენერს, ჯოან სმოლს, ვიტორია ჩერეტს. პლატფორმა 2022 წელს დაარსდა და ფოტოგრაფებისთვის დამახასიათებელი ხედვით მოდელების ინდივიდუალურ და ორიგინალურ სტილს უსვამს ხაზს. 

პლატფორმის დამფუძნებელმა დუეტმა - Luigi-მ და Iango-მ მუშაობის ერთობლივად დაწყებიდან დღემდე გადაიღეს 300-ზე მეტი ყდა ჟურნალ Vogue-ის სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემისა და სხვა ცნობილი ჟურნალებისთვის, როგორებიცაა I-d Magazine, W Magazine, Vanity Fair, Chaos და Dust. 



ფოტოს წყარო: Double Vision