წლის ყველაზე დიდი ფასდაკლება - Black Friday გვიახლოვდება, რომლის ფარგლებშიც 29 და 30 ნოემბერს, მარჯანიშვილის 7-ში - თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გადახდისას, შეგიძლიათ 60%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოთ და შეიძინოთ განსაკუთრებული და გამორჩეული ნივთები. გიზიარებთ რამდენიმე ორიგინალურ და გამოსადეგ ნივთს თიბისი კონცეპტის კოლექციიდან, რომელსაც ფასდაკლებით შეიძენთ.
Chubika - წიგნი, ბეჭედი
თიბისი კონცეპტის კოლექციის საინტერესო ნივთებს შორის არის ქართველი დიზაინერის, ნინო ჩუბინიშვილის, Chubika-ს ნამუშევრები. შეგხვდებათ 1998 წელს შექმნილი ხელნაკეთი წიგნი “ელენეს”, რომელიც ნინო ჩუბინიშვილმა თავის შვილს მიუძღვნა, ასევე წარმოდგენილია ხელოვანის შექმნილი ორიგინალური დიზაინის ბეჭედი.
Supereditions - სამოგზაურო წიგნაკი
Supereditions-ის წიგნაკი იდეალური ნივთია მოგზაურობისას, სხვადასხვა ფერის და პატარა ზომის წიგნაკები სამუდამოდ შეინახავენ მოგზაურობის ჩანაწერებს, საჭირო ინფორმაციებს, მოგონებებს, ჩანახატებსა და ილუსტრაციებს.
პოსტერო
თიბისი კონცეპტის კოლექციაში აღმოაჩენთ პოსტეროს მრავალფეროვან ნივთებს, რომლებიც გაფორმებულია ქართველი მხატვრის, ოთარ ჯიშკარიანის მიერ შექმნილი მხედრული შრიფტით - "ანბანთქება". დამახასიათებელი შრიფტით და ანბანით გაფორმებულ ნივთებს სხვადასხვა კატეგორიიდან შეიძენთ, მათ შორისაა სუფრა და ლარნაკი, რომლითაც ინტერიერის დიზაინს გაალამაზებთ, ასევე შარფი, ნაჭრის ჩანთა და საწვიმარი, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ ჩაცმულობას საინტერესო ელემენტებს და მრავალფეროვნებას შემატებს.
Remember The Store
Remember The Store ძალიან საინტერესო და ორიგინალურ სასაჩუქრე ნაკრებებს წარმოადგენს - კიტ ჰარინგისა და ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევრებით გაფორმებული ნაკრებები ისეთ ყოველდღიურად გამოსადეგ ნივთებს აერთიანებს, როგორებიცაა სპიკერი, სანათი, მაღვიძარა საათი და რადიო. აქვე წარმოდგენილია Stan Edition-ისა და Boogie Bougie-ის ხელნაკეთი სანთლები, რომლებიც ფერებისა და დიზაინის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სპეციალურად სურნელოვანი სანთლებისთვის კი შეგიძლიათ ძვირფასი კრისტალით დამზადებული Reflection Copenhagen-ის სასანთლე შეიძინოთ.
Stories of Italy - ლარნაკი, Ceramic Studio 1300 - საყვავილე, ჯამი, სასანთლე
თუკი სასაჩუქრედ ან საკუთარი სახლისთვის დახვეწილი დიზაინის, თანამედროვე ელემენტებითა და ლამაზი პალიტრით შექმნილი ნივთების შეძენა გსურთ, თიბისი კონცეპტის კოლექციაში მსგავსი ნივთების მრავალფეროვნება დაგხვდებათ. შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ Stories of Italy-ის მინის ლარნაკი ან ქართული კერამიკული სტუდიის, Ceramic Studio 1300-ის ხელნაკეთი საყვავილეები, სასანთლეები და ჯამები, უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული ფერისა და სტილის, რომლითაც ნებისმიერ ოთახს და სივრცეს მარტივად გაალამაზებთ.
Kaveuli - სუნამო, გულსაკიდი
ქართული ბრენდის, Kaveuli Parfum-ის სუნამო “ვენერა” უნისექს სურნელს ატარებს და აერთიანებს ალუბლის ყვავილის, მიხაკის, თამბაქოს, ყავის, არყის ხისა და თივის ნოტებს, რაც საკმაოდ უცხო და საინტერესო არომატს ქმნის. სუნამოსთან ერთად შეგიძლიათ Kaveuli-ს ხელნაკეთი, სპილენძისა და ვერცხლისგან დამზადებული გულსაკიდიც შეიძინოთ.
IZIPIZI - სათვალე
ჩვენს ყოველდღიურ ლუქს რომ მრავალფეროვნება შევძინოთ, სათვალე საუკეთესო აქსესუარია. თიბისი კონცეპტის კოლექციაში შეიძენთ IZIPIZI-ს სათვალეებს, რომლებიც ფერების დიდი არჩევანით, დახვეწილი დიზაინით და ბიოდეგრადირებადი მასალებით გამოირჩევა. სათვალეების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სტილისა თუ გემოვნების მქონე ადამიანი აუცილებლად აღმოაჩენს სასურველი დიზაინის აქსესუარს.
Mulberry - საძილე ნიღაბი, ბალიშის პირი, თმის სამაგრი
ქართული ბრენდის, Mulberry-ს პროდუქცია ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის ქსოვილით, 100%-ით ნატურალური აბრეშუმით არის დამზადებული. თიბისი კონცეპტის კოლექციაში დაგხვდებათ Mulberry-ს საძილე ნიღბები, ბალიშის პირები და თმის სამაგრები, რომლებიც უზრუნველყოფს მშვიდ ძილს და ამასთანავე კანის მოვლის რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილია.
Freeza - მინიმაცივარი
კომპაქტური ზომის დამცავი სათავსო, მულტიფუნქციური მინიმაცივარი - Freeza ყოველდღიურად ძალიან გამოსადეგი და მოსახერხებელი ნივთია როგორც სახლისთვის, ისე სამოგზაუროდ წასაღებად. მინიმაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ პარფიუმერია, კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებები, მედიკამენტები, საკვები და სასმელი.
დაწერე კომენტარი