14 მარტს სამხატვრო გალერეა Mendes Wood DM-ში ქართველი ხელოვანის, ნიკა ქუთათელაძის გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით “A Man, a Calf, and Another Man”. ეს მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა ნიუ-იორკში. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ნახვას დამთვალიერებლები 19 აპრილამდე შეძლებენ.

a3e0e5cc-6201-4c18-ac5c-7feda7636314.jpeg 145.54 KB
“A Man, a Calf, and Another Man’’ წარმოადგენს ხედვებს ადამიანისა და ცხოველის ინსტინქტებისა და რიტუალების შესახებ და აერთიანებს როგორც ხის დაფაზე, ისე დიდი ფორმატის ტილოზე ზეთით შესრულებულ ნამუშევრებს. ნიკა ქუთათელაძის ახალი ნამუშევრები აგრძელებს ყოველდღიური ცხოვრების კვლევას, გამოსახავს დაცლილ სოფელში მცხოვრები ადამიანების პორტრეტებს, გარემოსა და არქიტექტურულ ლანდშაფტებს. ნიკა ქუთათელაძის შემოქმედება აერთიანებს ფერწერულ ნამუშევრებს, ინსტალაციებსა და სკულპტურებს, რომლითაც ყოველდღიურ ყოფას, გარემოს დაცვის საკითხებს და სხვადასხვა მოცემულობასთან ადამიანის დამოკიდებულებას ასახავს. ბოლო პერიოდში ხელოვანის ნამუშევრები გამოიფინა საფრანგეთში, Cajarc-ში მდებარე Maison Des Arts Georges & Claude Pompidou-ში, ლონდონის გალერეებში - Modern Art-სა და VITRINE Bermondsey-ში.