ისთ ფოინთში ზაფხულის სეზონი ყოველ წელს ქართველ დიზაინერებთან კოლაბორაციით და ახალი, ლიმიტირებული ჩანთების სერიის შექმნით იწყება.
მე-9 სეზონზე კოლობორაცია ბრენდ DALOOD-თან შედგა და კოლექციის ფარგლებში სამი ლიმიტირებული, სხვადასხვა ფერის ჩანთა შეიქმნა.
EAST POINT X DALOOD კოლექციის ფარგლებში წარმოდგენილია სამი განსხვავებული ჩანთა — თითოეული უნიკალური ფერითა და ხასიათით. ფერთა პალიტრა შთაგონებულია ზაფხულის ბუნებრივი ტონებით, ხოლო მასალა რბილი და მსუბუქია, რაც ჩანთებს იდეალურს ხდის როგორც ქალაქში ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე მოგზაურობისას.
კოლექცია ლიმიტირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩანთა მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით არის ხელმისაწვდომი.
დაწერე კომენტარი