2000-იანი წლების ქართული დამოუკიდებელი მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოლექტივის, იკონური ქართული ბენდის, Kung Fu Junkie-ის ფირფიტა "ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის" ფარგლებში გამოიცა. ფირფიტა Kung Fu Junkie-ის ალბომს “Dance or Die: Undersky Gnostic Pop” წარმოადგენს და „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” საიუბილეო, მე-10 გამოცემაა, რომელიც ორმაგ ფირფიტაზე 4 სექტემბერს გამოვიდა და მისი პრეზენტაცია Mutant Radio-ს სივრცეში გაიმართა. “ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” მიზნად ისახავს დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილ მუსიკას ახალი სიცოცხლე შესძინოს და ისინი ფირფიტებზე გადაიტანოს. ამგვარად პროექტი განსაკუთრებული მუსიკალური თუ კულტურული მნიშვნელობის ალბომებს აცოცხლებს.

534962141_754168323867924_4495695246628090853_n.jpg 120.28 KB
Kung Fu Junkie აერთიანებდა ანდერგრაუნდ თეატრს, რეტრო-ფუტურისტულ კოსმოსურ ძიებებს, არაკომერციულ გართობასა და ცეკვას. მუსიკალურმა კოლექტივმა ჩანაწერების გამოცემა და პერფორმანსები 2016 წელს დაასრულა.