ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ზედაპირზე წარმოქმნილი ანარეკლი, როგორც ინსპირაცია - ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ინდუსტრიული დეტალი „თეგეტა ჰოლდინგის“ მარტის კამპანიის ერთ-ერთ მატერიალურ სიმბოლოდ იქცა. ზეთი და წყალი ერთმანეთს არ ერწყმის, თუმცა მათი შეხებისას ზედაპირზე ყველაზე მოულოდნელი და მრავალფეროვანი ფერები ჩნდება. ამ იდეას ეფუძნება საჩუქარი „თეგეტას“ თანამშრომელი ქალებისათვის, რომელიც ჰოლდინგის მარტის კამპანიის ფარგლებში დამზადდა. კამუფლაჟის სტილის ქურთუკი Reckless-თან კოლაბორაციით შეიქმნა.

არჩევანი ბრენდ Reckless-ზე ბუნებრივად შეჩერდა. თანამედროვე ქართულ მოდაში თავისი თავისუფალი და სოციალური ნარატივით გამორჩეული ბრენდი „თეგეტას“ ხედვას არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ კონცეპტუალურადაც დაემთხვა. ჰოლდინგისთვის Unisex მერჩი დიდი ხანია კორპორაციული კულტურის ნაწილია. ორივე ბრენდის თანაკვეთაც საერთო სტილის, Streetwear-ის, შექმნას უკავშირდება. ეს ორი განსხვავებული სფეროს ორგანული შეხვედრაა, რომლის მიზანიც არა კონკრეტული კატეგორიის, არამედ ყველა ადამიანის პერსონალური იდენტობის წინ წამოწევაა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ 600-ზე მეტმა თანამშრომელმა ქალმა ეს სიმბოლური საჩუქარი უკვე მიიღო. თუმცა კომპანიისათვის ქალების გაძლიერება და მხარდაჭერა მხოლოდ სადღესასწაულო ინიციატივებით არ შემოიფარგლება. ეს არის თანმიმდევრული გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც პროფესიული განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს, გადამზადების პროგრამებს, თანასწორი გარემოს შექმნას და ამ ყველაფრით იმ სტერეოტიპების მსხვრევას გულისხმობს, რომლებიც არაერთ სფეროს, მათ შორის ავტოინდუსტრიას ჯერ კიდევ ახლავს თან. თუმცა ცვლილებების კარგი მაგალითია „თეგეტა“, რომლის მართვაშიც ქალები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან - ტექნიკური პოზიციებიდან დაწყებული, ტოპ-მენეჯმენტის ჩათვლით.
სწორედ ამ სისტემური მიდგომის საფუძველზე განისაზღვრება თითოეული აქტივობის შინაარსი. კომპანიაში ამბობენ, რომ შიდა კომუნიკაციისას ყოველ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კომპანიის ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რეალური ცვლილებები სწორედ გუნდის შიგნით აღიარებითა და დაფასებით იწყება. შინაარსით დატვირთული საჩუქარი კი მხოლოდ ნივთი არ არის, ის ხელშესახები დასტურია იმისა, რომ ქალი მართავს, მართავს გადამდები შთაგონებით, რაც კომპანიისთვის - წარმატების, ხოლო გარშემომყოფებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია.
--
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
დაწერე კომენტარი