დამუხტვად ჰიბრიდებსა და სრულად ელექტრულ ავტომობილებს შეუძლიათ, უფრო ფერადი, ლამაზი და მრავალფეროვანი სამყარო შექმნან - ასეთია „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და არტისტ ნიკა მაჩაიძის (Nikakoi) კოლაბორაციის მთავარი სათქმელი.
ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ფარგლებში, კომპანიამ, ხელოვანთან ერთად, გუდაურის სათხილამურო კურორტზე, „ხადას ქოხი ხიჟინას” ტერიტორიაზე, Volvo-ს ბრენდირებულ კონტეინერზე უნიკალური არტინსტალაცია შექმნა. ნამუშევარი, რომელიც „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და Nikakoi-ს წინა კოლაბორაციის გაგრძელებაა, არტისტის ხედვით მომდევნო 5 წლის თბილისს ასახავს - სრულად ელექტრული და მდგრადი ქალაქის სახით.

ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ბრენდის გლობალურ სტრატეგიას ასახავს, არამედ გვინდოდა, ელექტრული ტრანსპორტის მომავალზე ადგილობრივ აუდიტორიასთან შემოქმედებითი ფორმით გვესაუბრა. ამ გზით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მდგრადი არჩევანის პოპულარიზაციას და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ელექტრომობილების ფლობის ღირებულება გაცილებით დაბალია და გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას არ ახდენს“.

ნიკა მაჩაიძე, არტისტი: „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ კოლაბორაციით შექმნილი ნამუშევარი ბავშვობის მოგონებებზეა დაფუძნებული. გუდაურში Volvo-ს კონტეინერზე დატანილი ეს ნახატი სწორედ ჩემი ბავშვობიდან მოდის - დედაჩემი გეოლოგი იყო და პატარაობაში სულ ვუყურებდი, როგორ ხატავდნენ ქანების ჭრილებს, პროფილურ რუკებს... ყველაფერს თავისი ფერი აქვს. ეს ჩარჩენილი იყო ჩემს მეხსიერებაში და სულ მინდოდა, ინტერპრეტაცია გამეკეთებინა. ახლა კი ეს ყველაფერი გავაერთიანე და შევქმენი ლანდშაფტი, როგორც ზემოდან დანახული მიწის მონაკვეთი, ჯადოსნური რუკა. ვფიქრობ, ნამუშევარი პირდაპირ ეხმიანება კომპანიის მთავარ სათქმელს, რომ ელექტრომობილების გამოყენება უფრო ეკოლოგიურია და მხარს უჭერს მწვანე მომავალს. ამ კონკრეტულ ნამუშევარში ჩემი სათქმელიც სწორედ ეს არის, რომელსაც სხვა გაგრძელებებიც აქვს“.

--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში,„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
დაწერე კომენტარი