AI-ს ერაში კონტენტის შექმნა ახალ ფაზაში გადადის - აქ ადამიანური იდეები ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო სიჩქარესა და სტილისტურ სიზუსტეს ხვდება, რაც ტრადიციული მსოფლიო ბრენდების კრეატიული კონტენტის ჩარჩოებისა და ტრადიციული მარკეტინგული პროცესებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

სწორედ ამ ინოვაციური ხედვით ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ „თეგეტა მოტორსმა“ მარკეტინგულ კომუნიკაციაში თანამედროვე ენა გამოიყენა და AI-ვიზუალებით დაწყებული კამპანია - „გადააგორე ზამთარი“ - ვიდეორგოლით გააგრძელა, რომლის ვიზუალური ნაწილი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა. 

ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „იქიდან გამომდინარე, რომ საკომუნიკაციო ბადე საკმაოდ დატვირთულია და დღის განმავლობაში უამრავ ინფორმაციას ვიღებთ, ჩავთვალეთ, რომ კარგი იქნებოდა, „ზამთრის გადაგორების“ მნიშვნელოვანი მესიჯი საზოგადოებისთვის განსხვავებული ფორმატით მიგვეწოდებინა. ამასთანავე, „თეგეტასთვის“ მნიშვნელოვანია, ჩართული იყოს სიახლეებში და ფეხი აუწყოს ციფრულ განვითარებას.

AI ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება და კრეატიულ საქმიანობაში ძალიან გვეხმარება. თუმცა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია ადამიანური ჩართულობა. ვიდეორგოლის შექმნაში ჩვენი გუნდი აქტიურად მონაწილეობდა და ზრუნავდა ბრენდის გაიდლაინების დაცვაზე, რათა „თეგეტას“ ხედვა მაქსიმალურად წარმოჩენილიყო. შესაბამისად, იმისათვის, რომ საუკეთესო პროდუქტი მივიღოთ, აუცილებელია ადამიანისა და AI-ს ერთმანეთთან სწორი კოლაბორაცია. მოხარულები ვართ, რომ ვიდეორგოლი ძალიან დაგვეხმარა ცნობადობის გაზრდაში და საკმაოდ კარგი გამოხმაურება მივიღეთ მომხმარებლების მხრიდან“.

9db2387a-f2b3-4c20-a15b-6d571b1c0d84.jpeg 152.34 KB
ვიდეორგოლის კონცეფციაზე „თეგეტა მოტორსმა“ კრეატიულ სააგენტო CONTACT-თან ითანამშრომლა, ხოლო ტექნიკურ აღსრულებაზე - Visual Solutions AI-სთან. 

გოგიტა ჩიკვაიძე, სააგენტო CONTACT-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსისგან“ მივიღეთ შეფუთული იდეა და მზა გზავნილი - „გადააგორე ზამთარი“. ჩვენი ამოცანა კი იყო, შეგვექმნა განსხვავებული კომუნიკაცია, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოდ და ინოვაციურად გაშლიდა „ზამთრის გადაგორების“ არსს. ჩვენ უნდა გვესაუბრა ყველა ტიპის, სხვადასხვა ასაკისა და ხასიათის, ერთმანეთისგან განსხვავებულად მოაზროვნე აუდიტორიასთან, რომლებიც პრობლემის გადაჭრისა და „ზამთრის გადაგორების“ გზებს ინდივიდუალურად ხედავენ.

AI-ს დახმარებით გამოვიყენეთ სამი ცნობილი რეჟისორის - კვენტინ ტარანტინოს, უეს ანდერსონისა და ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ვიზუალური სტილი და კინემატოგრაფიული ენა. ეს პირველი სარეკლამო ვიდეორგოლია, რომელიც ამ სამი რეჟისორის უნიკალურ, გამორჩეულ სტილსა და ენას საერთო ხედვითა და კონცეფციით აერთიანებს და ერთმანეთთან აკავშირებს. არსებული სცენარის შესრულებისა და გადაღების ხელწერა სრულად, იდენტურად იმეორებს რეჟისორების სტილისტიკას, ფერების პალიტრას, კამერის მოძრაობას და, მეტიც, ლინზების ფიქსაცია, კუთხეები და რაკურსიც კი მაქსიმალურად არის მათ კინემატოგრაფიულ ხედვასთან თანხვედრაში, რაც ვიზუალურ სიზუსტეს ქმნის. 

ვიდეორგოლზე მუშაობის პროცესში გარკვეულ გამოწვევებსაც გადავაწყდით, თუმცა ხელოვნური ინტელექტი, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვითარდება. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ამოცანები ამოგვეხსნა ისე, რომ არ დაგვეთმო იდეა და ეს ინოვაციური პროდუქტი იმავე ფორმატში შეგვექმნა, რომელშიც ჩავიფიქრეთ, ყველანაირი დათმობისა და გადახვევის გარეშე“.

763e906f-b38f-46dd-b9ec-535f99b22eff.jpeg 106.68 KB
ეს მიდგომა აჩვენებს, თუ როგორ ცვლის AI კრეატიული ინდუსტრიის ლანდშაფტს: ის საშუალებას აძლევს ბრენდებს, სწრაფად გამოცადონ სტილისტური ექსპერიმენტები, შექმნან უპრეცედენტო ვიზუალური სინთეზი და მოერგონ მრავალფეროვან აუდიტორიას ერთი ინსტრუმენტით.

ლოკალურ ბაზარზე ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როდესაც AI არა დამხმარე ინსტრუმენტი, არამედ ცენტრალური კრეატიული ძალაა, რომელიც ტრადიციული რეკლამის საზღვრებს სცდება და ციფრული ეპოქის ახალ ენას ქმნის.

0753d0f8-e8a2-41d3-ac7e-a38637e89b74.jpeg 162.58 KB
--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ:„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.