ჰონგ კონგში ფარელ უილიამსის კრეატიული ხელმძღვანელობით Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის მეორე ჩვენება გაიმართა. ფრანგული მოდის სახლის 2024 წლის წინასაშემოდგომო კოლექცია დიზაინერმა აზიის მულტიკულტრულ ცენტრში, ვიქტორიას ნავსადგურის ტერიტორიაზე წარადგინა. უილიამსის პირველი წინასაშემოდგომო კოლექციის ჩვენებას 200 ადგილობრივი სტუდენტი ესწრებოდა.
წარმოდგენილი კოლექციის თემატიკა ზღვაოსნობასა და სერფინგს უკავშირდება, რის გამოც სამოსის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ საქმიანობით იყო შთაგონებული. კოლექციაში მრავლად ჩანდა კაპიტნის ქუდები და მეზღვაურის უნიფორმის შთაგონებით შექმნილი კოსტიუმებიც. ამასთან ერთად, ჩვენების ბოლოს სერფინგის ხაზის უკეთ წარმოსაჩენად ჰავაიური Aloha-ს პრინტიც ჭარბობდა. სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ნავსადგური საუკუნეების განმავლობაში ვაჭრობისა და ხალხის გზაშესაყარს წარმოადგენდა, სწორედ ამიტომ ამ თემატიკაზე შექმნილი კოლექცია ადგილს იდეალურად ეხმიანებოდა.
დაწერე კომენტარი