საჩუქრის მიღებით გამოწვეულ ემოციებს და ბედნიერ ადრესატებს წინასაახალწლო პერიოდში აქტიურად ვხედავთ რეალურ ცხოვრებაში, ფილმებსა თუ სარეკლამო კამპანიებში. თუმცა, ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩებიან თავად საჩუქრის გამცემები. ისინი, ვინც რეალურად ქმნიან ამ ბედნიერ ემოციებს - საგულდაგულოდ შერჩეული საჩუქრებით. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროცესით თავადაც უდიდეს სიამოვნებას იღებენ.
წელს მინისოს საახალწლო კამპანიის მთავარი ფოკუსი სწორედ საჩუქრის გაცემის ბედნიერებისკენაა მიმართული. ვიდეორგოლი განსხვავებული ადამიანების გულწრფელ, განსაკუთრებულ ემოციებს ასახავს, მთავარ როლებში კი, საჩუქრის მიმღებების ნაცვლად, სწორედ საჩუქრის გამცემები გვევლინებიან.
ვიდეორგოლს კიდევ უფრო ჯადოსნურ ხასიათს სძენს ჰარმონიული კომპოზიცია, რომლის ტექსტი და მუსიკა სპეციალურად მინისოს კამპანიისთვის Sophie Villy-მ შექმნა. კომპოზიცია, ერთდროულად, ჯადოსნურ და ცნობისმოყვარე განწყობას ატარებს. მუსიკის შემპარავი დასაწყისი და სადღესასწაულო განვითარება კი იდეალურად გამოხატავს როგორც ზოგადად მინისოს, ისე ვიდეორგოლის ხალისიან ხასიათს.
მარიამ ჯანჯღავა, Miniso-ს მარკეტინგის დირექტორი: „მანამ სანამ საჩუქრები ადრესატების თვალებსა და სახეებს ბედნიერებისგან გააბრწყინებს, ჯერ თავად საჩუქრის გამცემებს ავსებს დადებითი ემოციებით. ვფიქრობთ, საჩუქრის მიღებაზე არანაკლებ სასიამოვნოა, როცა ძვირფასი ადამიანისთვის საჩუქარს მისი ინტერესების მიხედვით არჩევ და ერთი სული გაქვს, როდის გადასცემ, რომ მისი ბედნიერი სახე ნახო. სწორედ ამიტომ, გვინდოდა, საახალწლო კამპანიით საჩუქრის გაცემის ბედნიერება წარმოგვეჩინა, გამცემები კი წაგვეხალისებინა და ყველასთვის შეგვეხსენებინა, თუ რამდენად დიდი ბედნიერებაა, როცა სხვას ახარებ. ამიტომაც, ჩვენი კამპანია ეძღვნებათ მათ, ვინც გარშემომყოფებს ნამდვილ დღესასწაულს უწყობენ, მათ გასახარებლად ძალისხმევას არ იშურებენ, ნივთებს საგულდაგულოდ არჩევენ და სხვა ადამიანებისთვის დადებითი ემოციების მინიჭებით, თავადაც უდიდეს სიამოვნებას იღებენ”. „მინისო ემოციებით სავსე ბრენდია. მინისოს საჩუქრების გაცემა კი მრავალფეროვან შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. ჩვენს თაროებზე განთავსებული სახალისო დიზაინის და უჩვეულო ფუნქციების პროდუქტები ადამიანებს აღიმებს, ზოგჯერ გულიანადაც აცინებს და სიხარულს, ბედნიერებას ანიჭებს. და რაც ყველაზე მთავარია, მინისოში უამრავი განსხვავებული ნივთია, რომლებიც ადამიანების ინდივიდუალურ ინტერესებს თუ ხასიათს ერგება, რაც საჩუქრის გამცემებს ნივთების სწორად შერჩევის და ადრესატის განსაკუთრებულად გახარების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი წლის კამპანიაც სწორედ ნამდვილ, გულწრფელ ემოციებთან დაგვეკავშირებინა”. მათთვის, ვისაც საჩუქრის გაცემის ბედნიერების განცდა სურს, კამპანიის ფარგლებში მინისოს ახალი სასაჩუქრე ყუთებიც შეიქმნა. ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილი ყუთები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების ადამიანებზე მორგებულ, არაჩვეულებრივ ნივთებს აერთიანებს, რომლებიც როგორც გამცემებს, ისე ადრესატებს, ჯადოსნური ახალი წლის შექმნაში დაეხმარება.
ასე რომ, თუ დეკემბრის დადგომასთან ერთად უკვე ცქმუტავ და ერთი სული გაქვს, ძვირფას ადამიანებს როდის გაახარებ, მინისო შენს განკარგულებაშია. შეგიძლია არაჩვეულებრივი საჩუქრების შერჩევა დაიწყო და ბოლომდე შეიგრძნო საჩუქრის გაცემის ბედნიერება.
დაწერე კომენტარი