წინასაახალწლო დღეებში მარჯანიშვილის ისტორიულ უბანში გასეირნებისას თვალში აუცილებლად მოგხვდებათ თიბისი კონცეპტის სადღესასწაულოდ მორთული შენობა - საშობაო ნათურებით განათებული ფანჯრებითა და აივანზე სამი ულამაზესი ნაძვისხით. 
მიუხედავად იმისა, რომ თიბისი კონცეპტის სივრცე საქმიანი გარემოა და აქ მდებარე  საერთო სამუშაო სივრცეებში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მუშაობს, შენობის ფასადზე არსებული სადღესასწაულო ატმოსფერო, ინტერიერშიც შენარჩებულია, ამ საახალწლო განწყობის შექმნა კი სივრცის ყველა კუთხეში ერთნაირადაა შესაძლებელი. 

კაფე 

კაფე, რომელიც წლის ნებისმიერ პერიოდში სასიამოვნო მინიმალისტური დიზაინითაა გამორჩეული და ამასთანავე უგემრიელეს კერძებსაც გვთავაზობს, იდეალურია როგორც საქმიანი შეხვედრებისა და ბიზნეს-ლანჩებისთვის, ისე დილის 10-საათიდან საუზმისა თუ დღის სხვა ნებისმიერ მონაკვეთში მისართმევი მრავალფეროვანი, კერძებით, წასახემსებლებით, სალათებით, დესერტებით თუ ქართული ღვინის ფართო არჩევანით. წინასაახალწლო დღეებში კონცეპტის კაფეს მენიუს თემატურად დაემატა ზამთრის ცივი და სუსხიანი ამინდებისათვის ყველაზე შესაფერისი სასმელი - გლინტვაინიც, რომელიც აქ მისულ სტუმარს უგემრიელეს დესერტებთან ერთად შეუძლია დააგემოვნოს და საახალწლო განწყობა გასტრონომიული კუთხითაც შეიგრძნოს, მითუმეტეს, რომ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის აქ სტუმრობისას 15-%-იანი ქეშბექი მოქმედებს.

377A9449.png 6.09 MB
კოლექცია

ეს განწყობა შეგიძლიათ სახლშიც წაიყოლოთ, თუკი თიბისი კონცეპტის კოლექციას ესტუმრებით და საახალწლო დეკორაციებს და სხვა თემატურ ნივთებს შეიძენთ. Comme des Garçons, Omy, Pantone, Lexon, Vitra, Ogami, Chubika, Loop, O’della, Mood.o, Tricolor, Veritable, Lumio, They Said Books, Kusama, Stories of Italy და ბევრი სხვა ის ბრენდებია, რომელთა ნივთები, აქსესუარები, წიგნები და ინტერიერის ობიექტები შეგიძლიათ თიბისი კონცეპტის სივრცეში აღმოაჩინოთ, 15-%-იანი ქეშბექით შეიძინოთ და  მათი საშუალებით თქვენი პირადი თუ შემოქმედებითი გარემო კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოთ. გირჩევთ, თუკი საკუთარი თავისთვის ან სულაც საჩუქრად ახალ საახალწლო დეკორს ეძებთ, აუცილებლად დაათვალიეროთ O’della-ს საახალწლო მორთულობის ხაზი და Tricolor-ის ნაძვისხის სათამაშოები, რომელთა დიზაინი ამ დღეების ნებისმიერ სადღესასწაულო გარემოს მოუხდება.

ბიბლიოთეკა

შთაგონების პოვნა არამხოლოდ საინტერესო ნივთებში, თიბისი კონცეპტის ძალიან დიდ და მრავალფეროვან ბიბლიოთეკაშიც შეგიძლიათ, სადაც ხელოვნების, კულტურის, ბიზნესისა თუ ინოვაციების შესახებ გამოცემულ ყველაზე საინტერესო, იშვიათ და სამოტივაციო წიგნებსაც შეხვდებით. ახალი წლის ახალი იდეებითა და მოტივაციით შეხვედრა ალბათ ყველა ადამიანისთვის წლის ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილია, ეს მოტივაცია კი ძალიან ხშირად სხვა ადამიანების მაგალითზე შეგვიძლია მივიღოთ. თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში ბევრი ისეთი წიგნია, რომლებიც ცნობილი ხელოვანების, რეჟისორების არქიტექტორების თუ მხატვრების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოგვითხრობენ, მათ შორის - ვან გოგის, ენდი უორჰოლის, ფრიდა კალოს, ფრანსუა ტრიუფოს, ტადაო ანდოს და სხვების. ბევრია ისეთი გამოცემებიც, რომლებიც მზა რჩევებს და იდეებს გვთავაზობენ, სადაც სხვისი წარმატების მაგალითები და სამოტივაციო რჩევები შეგიძლიათ ამოიკითხოთ, მაგალითად, ისეთ წიგნში, როგორიცაა: Stephen R.Covey-ის ეფექტური ადამიანის 7 თვისება“ ან DK Publishing-ის Record Breakers, რომელიც იმ მოვლენების და ადამიანების შესახებ გვიყვება, რომლებმაც ისტორია სხვადასხვა კუთხით შეცვალეს და პირველი პრეცედენტები შექმნეს.

ყველა ამ ისტორიიდან მიღებული შთაგონება შესაძლოა, მკითხველისთვის დამდეგ წელს ერთით მეტი მოტივაციის საბაბი გახდეს და რაც მთავარია თითოეული ამ წიგნის წაკითხვა შეგიძლიათ როგორც ადგილზე - თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში, ისე გატანითაც - 10 სამუშაო დღის ვადით.

ფოტო: სალომე დუნდუა, ნიკოლოზ ფანიაშვილი