წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდი - ახალი წელი ახლოვდება, მის მოახლოებასთან ერთად კი თითოეული ჩვენგანი ალბათ უფრო და უფრო ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რა შეიძლება ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანებს. Hammock Magazine-მა ამ ბლოგში ისეთ საინტერესო ნივთებს - სამოსს, აქსესუარებს და ინტერიერის ობიექტებს მოუყარა თავი, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება.
ბრენდის სამარკო Norco Denim-ით შექმნილი ზამთრის ქურთუკი, რომელიც ბამბის 100%-იანი ქსოვილისგან არის შეკერილი, ზამთრის ნებისმიერ ლუქს მოუხდება. Cahart-ის ეს ქურთუკი იდეალური საჩუქარი იქნება მათთვის, ვინც თავის სტილს სუსხიან ამინდშიც არ ღალატობს.
Marni-ის ეს ჯინსის შარვალი განსხვავებულია იმით, რომ სხვადასხვა ფიგურების ნაქსოვი ფაქტურის დეტალებითაა გაფორმებული. გარდა იმისა, რომ ეს დეტალები სამოსს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, ვფიქრობთ, საჩუქარს ზამთრის სეზონისთვის მეტ თემატურ დატვირთვასაც სძენს.
Twinsun-ის ცისფერი ჟაკეტი, ზურგზე თემატური პრინტით ზამთრის სეზონის ლუქისთვის კიდევ ერთი შესაფერისი ელემენტია. ეს ნაქსოვი უნისექს სამოსი ნებისმიერ იმ ადრესატს გაახარებს, ვინც ზამთრის სეზონზე ნაქსოვ სამოსს ხშირად იყენებს.
სათხილამურო სამოსისა და აქსესუარების ეს ცნობილი ბრენდი ალბათ სრიალის მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის იდეალური საჩუქარი იქნება - განსაკუთრებით თეთრ და ყავისფერ ფერებში გადაწყვეტილი ეს ზამთრის ფეხსაცმელი, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანის სტილს ადვილად მოერგება.
Vivienne Westwood-ის ხელთათმანები
ზამთრის სეზონის ეს მთავარი აქსესუარი კარგი საჩუქარია მათთვის, ვინც ამ პერიოდს ზამთრის კურორტებზე ატარებს. ვივიენ ვესტვუდის ეს ხელთათმანები, რომლებზეც ბრენდის ცნობილი Orb-ის ლოგოა ამოქარგული, ამ მოდის სახლის მოყვარულ ნებისმიერ ადამიანს გაახარებს.
შარფი ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო აქსესუარია - Acne Studio-ს ეს ფერადი აქსესუარი, რომელზეც ბრენდის ლოგოც მნიშვნელოვან ყურადღებას იქცევს, ნებისმიერ ლუქს გამოაცოცხლებს.
Cahart-ის ეს ჩანთა განსაკუთრებით კარგი საჩუქარი იქნება მათთვის, ვინც ვინილების კოლექციას აგროვებს. როგორც ბრენდის აღწერაშია ნათქვამი, ეს გორგოლაჭებიანი ჩანთა ძირითადად იმ მუსიკოსებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც მუსიკალური აღჭურვილობის ტარება და მოგზაურობა ხშირად უწევთ.
Coperni შარშან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი იყო - წითელი ფერის გულის ფორმის ტყავის ჩანთა საახალწლო განწყობას და სტილს იდეალურად მოერგება.
Le Gramme-ის ყელსაბამი
Le Gramme-ის მინიმალისტური დიზაინის ყელსაბამი არაჩვეულებრივი საჩუქარია მათთვის, ვინც აქსესუარების შერჩევისას სისადავესა და თანამედროვე სტილის კომბინაციას ანიჭებს უპირატესობას.
სამკაულების ბრიტანული ბრენდი - Eshvi მუდმივად სთავაზობს თავის მომხმარებლებს დახვეწილი დიზაინის და მაღალი ხარისხის სამკაულებს. წელს ბრენდმა Advent კალენდარიც გამოუშვა, რომელშიც კვირის დღეების მიხედვით მრავალფეროვანი სამკაულების ნიმუშებია წარმოდგენილი.
Keburia-ს სათვალე
Keburia-ს თეთრი, წითელი და შავი ფერის ე.წ. Mask სათვალეები სადღესასწაულო ლუქის მთავარი აქსესუარი შეიძლება გახდეს. ეს ახალი დიზაინის და საინტერესო ფორმის სათვალე შეგიძლიათ შეძენამდე ინსტაგრამ ფილტრის საშუალებითაც მოირგოთ.
ცოტა ხნის წინ რეჟისორმა სოფია კოპოლამ ახალი წიგნი - Archive გამოსცა, რომელშიც მთელი მისი შემოქმედებას და ამ შემოქმედების შთაგონების ამსახველ ფოტოარქივს და სხვა სახის მასალას მოუყარა თავი. 1999 წლიდან 2023 წლამდე დათარიღებული არქივი მისი პირველი ფილმიდან - The Virgin Suicides-იდან დაწყებული, Priscilla-თი დამთავრებული მთელ ფილმოგრაფიას აერთიანებს. ამ უნიკალური გამოცემის შეძენა თბილისში They Said Book-ის კონცეპტუალურ მაღაზიაშია შესაძლებელი.
New Mags – Artist Playing cards
New Mags-ის სამაგიდო თამაში იდეალური საჩუქარი იქნება მათთვის, ვისაც ამ ტიპის გართობა და ხელოვნება ერთნაირად აინტერესებს. ბენქსი, ბასკია, კიტ ჰარინგი, ჰოკნი, იაიოი კუსამა - ეს იმ არტისტების ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც საინტერესო ილუსტრაციებით და მოკლე ტექსტებით ბევრ საინტერესო ისტორიას გაიგებთ. New Mags-ის ამ სამაგიდო თამაშის შეძენა თბილისში, New Trend-ის მაღაზიაშია შესაძლებელი.
Dries Van Noten-ის სუნამოების ხაზი
შარშან Dries Van Noten-მა სუნამოების ხაზი გამოუშვა. ორიგინალური დიზაინის ფლაკონებთან ერთად მოდის სახლი ერთმანეთისგან განსხვავებულ, მრავალფეროვან არომატებს გვთავაზობს. დრის ვან ნოტენის ახალი მინისუნამოების ხაზი იდეალური საჩუქარია მათთვის, ვისაც ამ კოლექციაში მისთვის სასურველი არომატის აღმოჩენა სურს.
დაწერე კომენტარი