სივრცის განახლება და საკუთარ გარემოში საახალწლო განწყობის შემოტანა სხვადასხვა სახის დეკორაციებით და ინტერიერის ობიექტებით, ამ სადღესასწაულო დღეების სამზადისისთვის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ამ სტატიაში სწორედ იმ ნივთებს გირჩევთ, რომლებითაც შეძლებთ თქვენი სახლის საახალწლო ატმოსფეროში უფრო მეტი განწყობა და დახვეწილი დიზაინი შეიტანოთ ან სულაც ამ საჩუქრების სიიდან რომელიმე თქვენი ადრესატისთვისაც შეარჩიოთ.

IMG_0814.png 1.18 MB
Ceramic Studio-1300 - საახალწლო ჭურჭელი

Ceramic Studio-1300-ის კოლექციაში ყოველთვის აღმოაჩენთ კერამიკისგან დამზადებულ ისეთ ჭურჭელს, რომელიც მაღალი ხარისხით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. საახალწლოდ ბრენდი თემატურ ჭურჭელს წარმოგვიდგენს - ხელით მოხატულ თეფშებს, რომელიც ახალი წლის ღამის სუფრისთვის იდეალური იქნება.

IMG_0817.png 1.61 MB
Kitchen & Living Gastronome - ნაძვისხის სათამაშოები

ნაძვისხის სათამაშოების საუკეთესო კოლექცია წელს Kitchen& Living Gastronome-ში შეგიძლიათ შეარჩიოთ. სხვადასხვა საახალწლო გმირების ფიგურებით შექმნილი ნაძვისხის სათამაშოები ამ პერიოდის ყველაზე თემატური და სასურველი საჩუქარი იქნება.
IMG_0820.png 1.76 MB
Dolce & Gabbana - საშობაო პანეტონე

უნიკალური რეცეპტით შექმნილი საშობაო სასაჩუქრე პანეტონე შეგიძლიათ Gastronome-ის ქსელში შეიძინოთ. ტრადიციული მილანური პანეტონეს ახლებური ვერსია, რომელიც სიცილიური არომატებით არის გამდიდრებული, თავისი გემოვნური თვისებებით და ვიზუალით ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს. Fiasconaro-ს საშობაო პანეტონეს თან Manna-ს კრემი და გამორჩეული დიზაინის დანაც ახლავს.
411512782_770259388475815_3750876810751179737_n.png 1.51 MB
Villeroy & Boch-ის - საახალწლო ჭურჭელი

საახალწლო ჭურჭლის მრავალფეროვანი არჩევანია მაღაზია Villeroy & Boch-ში. დახვეწილი დიზაინის ეს საშობაო ჭურჭელი, სხვადასხვაგვარი საახალწლო პრინტებითა და გაფორმებებით, ნებისმიერი სუფრის მთავარი ესთეტიკური ელემენტი იქნება. აღსანიშნავია, რომ Villeroy & Boch-ის მაღაზიაში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის სპეციალური შეთავაზება მოქმედებს, რომლის მიხედვითაც 28-იდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეგიძლიათ, თიბისი კონცეპტის სადებეტო ბარათით მინიმუმ 300 ლარის გადახდისას, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 300 ლარი დაიბრუნოთ.
coini.png 1.57 MB
Coincasa  საახალწლო ჭურჭელი

VilleroyBoch-ის მსგავსად თიბისი კონცეპტის შეთავაზება გრძელდება 

მაღაზია Coincasa ჭურჭლის მრავალფეროვანი პროდუქციიდან გირჩევთ ყურადღება წითელი ფერის თემატურ ნივთებზე გაამახვილოთ - ახალი წლის დღესასწაულს და თემატურ სუფრას ეს ფერი განსაკუთრებით უხდება.

A.P.C. x J.W. Anders-GK_dKLKe.png 75.6 KB
A.P.C. x J.W.Anderson – Afternoon Teapot

სახლისათვის დახვეწილი დიზაინის ჭურჭელი ნამდვილად იდეალური საჩუქარია, არ აქვს მნიშვნელობა დღესასწაულის თარიღს და შინაარს. წლის საუკეთესო დიზაინერმა ჯონათან ანდერსონმა, A.P.C-თან თანამშრომლობით, კერამიკის ჩაიდანი შექმნა, რომელიც შუადღის ჩაის მოყვარულებისთვის ნამდვილად სასურველი საჩუქარი იქნება.
qaveri.png 623.19 KB
Stan Edition - სანთლები

საახალწლო მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად ინტერიერში სანთელი წამყვან როლს თამაშობს. Stan Edition-ის ფერადი სანთლები, სხვადასხვა ფორმის გეომეტრიული ფიგურებით, „სითი მოლში“ Remember the Store-ის Pop up-ში ან ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ.

IMG_0470.png 1.62 MB

Dalood-ის სანთლები


Dalood-ის მოდის სახლმა ცოტა ხნის წინ სხვადახვა არომატის სანთლების ხაზი წარმოადგინა, რომლებიც ამავე დროს საინტერესო მინიმალისტური დიზაინითაცაა გამორჩეული, ამ სანთლების, ისევე როგორც ინტერიერისათვის ჭურჭლის და სახლის პარფიუმების შეძენა, Dalood-ის ახლად გახსნილ სივრცეშია შესაძლებელი.

IMG_0822.png 1.68 MB
Amelie Flowers Shop - საშობაო ყვავილები

წითელი ფერი საახალწლო დეკორის მთავარი ელემენტია. ნაძვის ტოტები, წითელი ყვავილები და სანთლები ზუსტად ისაა, რაც ახალი წლისა და შობის განწყობას ყველაზე მეტად უხდება. ამ კომბინაციას ყვავილების მაღაზია Amelie-ის ფლორისტები დაგიმზადებენ.