ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლიმ ჟან მიშელ ბასკიას ძველ სახელოსნოში, სადაც ის სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა და ცხოვრობდა, კონცეპტუალური მაღაზია გახსნა. Atelier Jolie არის მაღაზია, სადაც სხვადასხვა ხელოვანებთან თანამშრომლობით შექმნილი მაისურები და მოდის ჟურნალები გაიყიდება, სივრცე ასევე აერთიანებს კაფეს - იქ მისულ სტუმარს ყავის დაგემოვნებაც შეეძლება.
სახლი, რომელიც Grace Jones-ის ქუჩის 57 ნომერში მდებარეობს, წარსულში ენდი უორჰოლს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1970 წელს შეიძინა და მისი მეორე სართული ბასკიას მიაქირავა. როგორც Atelier Jolie-ს ინსტაგრამ პოსტშია ნათქვამი, ეს სივრცე სახელოსნოს კონცეფციას კვლავ შეინარჩუნებს და ხელოვანებს აქ მუშაობის შესაძლებლობასაც მისცემს.
„Atelier Jolie-ს სურვილი აქვს, რომ მოდის დემოკრატიზაციის პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს, რისთვისაც კლიენტებს საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ და ხელი მიუწვდებოდეთ დამწყები დიზაინერებისა და ხელოვანების ნამუშევრებზე, ჩვენ ასევე გვექნება უნიკალური ონლაინრესურსი როგორც ტანსაცმლის მწარმოებლების საპოვნელად, ისე უნიკალური ვინტაჟური მასალების აღმოსაჩენად“. - ნათქვამია ატელიეს განცხადებაში.
ფოტოს წყარო: Dazed, Artnet, New York Times
დაწერე კომენტარი