დილის რუტინაში თვალის პაჩები  უპეებს სიშავისა და მის გარშემო წვრილი ნაოჭების წარმოქმნისაგან იცავს. თუ ღამით უძილობა, დღის განმავლობაში კი დამღლელი სამუშაო გრაფიკი დასვენების საშუალებას არ გაძლევთ, პირველ რიგში ეს ყველაფერი თვალებსა და მის გარშემო უპეებზე აისახება. თუმცა, გამოუძინებლობასა და ცხოვრების სწრაფ ტემპთან ერთად თვალების ჩასიებას გარემოს დაბინძურება, ცხელი ჰავა, არასწორი გზით მაკიაჟის მოშორება და მძიმე, კანის ტიპთან შეუსაბამო კრემებიც იწვევს. ამ ყველაფერთან  ბრძოლის მთავარი იარაღი კი სწორედ თვალის პაჩებია, რომელიც ძირითადად ისეთ აქტიურ ინგრედიენტებს შეიცავს, როგორიც არის კოფეინი და ჰიალურონის მჟავა. Შრატებით გაჟღენთილი გელის ან ნაჭრის სახით წარმოდგენილი თვალის ნიღბები მიზანმიმართულია სახის ამ არეალის სიჯანსაღისა და გაუმჯობესებისაკენ. თუმცა, მიუხედავად მისი სასარგებლო თვისებებისა, დერმატოლოგების რჩევით, ყოველდღიურად თვალის პაჩების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. სასურველი შედეგის მისაღწევად კი გაგაცნობთ თვალის 10 საუკეთესო ნიღაბს, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში თქვენს თვალის უპეებს სიმშვიდისა და სიჯანსაღის იერს დაუბრუნებს.

9494633.png 1.42 MB

111Skin Celestial Black Diamond Eye Mask


რეტინოლით მდიდარი ფორმულა ეფექტურად ებრძვის თვალის გარშემო ნაოჭების, მუქ წრეებისა და ჰიპერპიგმენტაციის წარმოქმნას. ჰიალურონის მჟავისა და იარუსის ექსტრაქტის შემცველობით ხანგრძლივად ნარჩუნდება თვალის უპეების ტენიანობაც, რაც არასასურველი დაღლილი იერისაგან იცავს ჩვენს სახეს.

3648_el_sku_REGY01_640x640_0_webptopng.app.png 287.77 KB

Estée Lauder Advanced Night Repair Concentrated Recovery Eye Mask


Estée Lauder თვალის უპეების სიჯანსაღისა და გამოცოცხლებისათვის რევოლუციურ ტექნოლოგიას მიმართავს. პროდუქტის ოფიციალური ანოტაციის მიხედვით, სულ რაღაც 10 წუთში თვალებს გაცილებით უფრო დასვენებული, დამშვიდებული და გაჯანსაღებული ვიზუალი აქვთ. 

9.28-Soko-Glam-PDP-Benton-Snail-Bee-Ultimate-Hydrogel-Eye-Patch-Korean-Skincare-Lifestyle_860x.jpg 41.96 KB

Snail Bee Ultimate Hydrogel Eye Patch


 ახალი ამბავი სულაც არ არის, რომ კანის მოვლის ინდუსტრიაში ერთ-ერთი სასურველი ინგრედიენტი ლოკოკინას ექსტრაქტია. ეს პროდუქტი გაჟღენთილია ზღვის მცენარეებით, რომელთა სასარგებლო თვისებებიც ხელს უწყობს თვალის გარშემო უპეების გაღიავებას, დატენიანებასა და ნაოჭების პრევენციას. ხოლო მთავარი ინგრედიენტი, როგორც ვახსენეთ, სწორედ ლოკოკინას ექსტრაქტია, რომელსაც როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, თან ერთვის ფუტკრის შხამი, ასევე ჩაის ხის ფოთლის წყალი და ზღვის მცენარეების აქტიური ინგრედიენტები. ისინი აძლიერებენ კანის სტრუქტურას და თვალის გარშემო არსებულ სუსტ არეს გარემო პირობების მავნე ზემოქმედებისაგან იცავენ.

3145891415506.jpg 40.64 KB

Le Lift Firming Anti-Wrinkle Flash Eye Revitalizer

 

Chanel-ის თვალის გარშემო კანის მოვლის პროდუქტი გამოყენების 2 ეტაპს მოიცავს: პირველ ეტაპზე ხდება ე.წ. როლერიანი შრატის გამოყენება, რაც კანის მასაჟსა და დამშვიდებას უწყობს ხელს, ხოლო მეორე ეტაპზე თვალის ქვეშ თავსდება პაჩები. ლეგენდარული მოდის სახლის კანის მოვლის ლაბორატორიაში შეიმუშავეს ექსკლუზიური ნაერთი, რომელიც 50-ჯერ უფრო მეტად კონცენტრირებულია და აუმჯობესებს კანის ტონს, აუმჯობესებს მის ტონუსსა და ელასტიკურობას, ასევე ხელს უშლის თვალის გარშემო ნაოჭების წარმოქმნის პროცესს. პროდუქტის გამოყენებისთანავე მცირდება დაღლილობის, უძილობისა თუ სხვა ფაქტორების მიერ წარმოქმნილი ნიშნები თვალის გარშემო.

WD-Hydra_Gel_sq.jpg 33.2 KB

Peter Thomas Roth Water Drench Hyaluronic Cloud Hydra-Gel Eye Patches


Peter Thomas-ის თვალის გელ პაჩების მთავარი მახასიათებელი ჰიალურონის მჟავის დიდი რაოდენობით შემცველობაა. ინგრედიენტი ღრმად და ხანგრძლივად ატენიანებს თვალის კონტურს, რაც ხელს უშლის სიშავისა და ნაოჭების წარმოქმნას. კოლაგენი, კერამიდები და მარშმელოუს ფესვის ექსტრაქტი, ნაოჭებისა და წვრილი ხაზების წარმოქმნის პროცესს კიდევ უფრო მეტად ასუსტებს. ამასთან ერთად კოფეინი თვალებს გამოძინებულ, დასვენებულ და გამოცოცხლებულ იერს სძენს.

719hgiZeV4L.jpg 164.44 KB

No.7 Radiance+ Illuminating Eye Masks 


ჰიდროგელის ნიღბების მრავალფუნქციური მაგიის დახმარებით No.7-ის თვალის ნიღბის გამოყენებით მყისიერად ქრება შეშუპება, სიშავე და დაღლილობის ყველა სხვა ნიშანი. იგი თვალის უპეებს უფრო კაშკაშასა და გამონათებულს ხდის. კანს აღდგენაში ეხმარება C ვიტამინის შემცველობაც, ანტიოქსიდანტი C ვიტამინის ურთიერთქმედებით დაღლილ თვალებს გამოაღვიძებს.

118161780_10158712490387171_4360437811120636296_n.jpg 203.84 KB

Mary Kay Hydrogel Eye Patches


ეს ვარდისფერი, მბრწყინავი პაჩები თვალის კონტურსაც ანალოგიურ ბრწყინვალებასა და სიკაშკაშეს ჰპირდება. მთავარი ინგრედიენტის, გლიცერინის დახმარებით იგი მყისიერად აღადგენს დაღლილ, ჩაშავებულ და შეშუპებულ თვალის უპეებს. მისი გამოყენებით, კვირაში 2-ჯერაც კი, სასურველი შედეგის მიღწევა სრულიად შესაძლებელია.

BaggageClaimRoseGoldEyeMasks_BCRF1_d0a582e9-3b8d-49e8-a785-1c12633ef736.jpg 35.48 KB

Wander Beauty Baggage Claim Eye Masks


 Wander Beauty-ს თვალის ნიღბები შესამჩნევად ატენიანებს, ამშვიდებს და ამცირებს შეშუპებას. ამასთან, ამცირებს ნაოჭებისა და წვრილი ხაზების წარმოქმნის რისკს. პაჩებს 3 ინოვაციური შრატის ფენა აქვს, რომელიც შრატს კანში ღრმად შეღწევის საშუალებას აძლევს. ღრმად დატენიანების შემდეგ კანი მაკიაჟისთვისაც მზად არის.

3450_p173619-av-6-zoom_webptopng.app.png 188.65 KB

Shiseido Benefiance WrinkleResist24 Pure Retinol Express Smoothing Eye Mask


თუ მთავარი პრობლემა თვალის გარშემო დაბერების ნიშნების წარმოქმნაა, იაპონური ტექნოლოგიით შექმნილი Shiseido-ს პაჩები იდეალურად ებრძვის ასაკობრივ ნიშნებს. რეტინოლს, A ვიტამინის ფორმას, WrinkleResist 24-ის ტექნოლოგიით კანზე ნაოჭები მხოლოდ ერთი გამოყენების შემდეგაც თვალსაჩინოდ ქრება. ამასთან ერთად, მისი გამოყენება პირის გარშემო წარმოქმნილი ნაოჭების გასაქრობადაც შეიძლება. 

IMG_AMEyeGels-5pack_Sachet-1100x1100.jpg 147.24 KB

Patchology FlashPatch™ Eye Gels


კოლაგენის შემცველი კანის გამაახალგაზრდავებელი თვალის პაჩები აჩქარებს კოფეინისა და ჰიდროლიზებული კოლაგენის მიწოდებას, რაც თვალის კონტურის გამოცოცხლებას უწყობს ხელს. პროდუქტი გაჟღენთილია ისეთი აქტიური ინგრედიენტებით, როგორიც არის ჰიალურონის მჟავა და პეპტიდები. გამოყენების შემდეგ კანი შესამჩნევად გლუვი, კაშკაშა და გაჯანსაღებული ხდება.