ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების მე-60 ბიენალეს ფარგლებში ფრანგი ფოტოგრაფისა და არტისტის - JR-ის ნამუშევარს შეხვდებით, რომელიც გარდაქმნის Belmond-ის Venice Simplon Orient Express ვაგონის, Sleeping Car 3553-ის ინტერიერს. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ JR-ის ნამუშევრები 17-დან 19 აპრილამდე Fondamenta San Giovanni-ში, ხოლო 20 და 22 აპრილს Riva dei Sette Martiti-ში დაათვალიერონ. 

არტისტმა ვენეციის Simplon Orient Express-ის ვაგონში სხვადასხვა ნაწილები და სივრცეები გარდაქმნა, რომელიც მოიცავს ორადგილიან საძინებელს, სააბაზანოს, გარდერობს, ბიბლიოთეკას ფრანგული გამომცემლის, Gallimard-ის მიერ შერჩეული წიგნებით და ჩაის ოთახს ბუხრით. 

Simplon-Orient-Express მატარებელი JR-ის L'Observatoire-ით მოგზაურობას 2025 წელს იწყებს. კერძო ვაგონი კი პირველია, რომელიც არტისტმა შექმნა და მატარებელში ყველაზე ფართო საცხოვრებელია. 

მატარებლის დიზაინზე მუშაობისას არტისტზე გავლენა მოახდინა საუკუნოვანი ხელნაკეთობების ხიბლმა, ობსერვატორიებმა და რენესანსის დროინდელმა ევროპულმა კაბინეტებმა. იგი მიჰყვება არტ-დეკო დიზაინერების - René Prou-სა და René Lalique-ს კვალს, რომლებმაც შექმნეს მატარებლის საკულტო "Tulip lamp" და რესტორნის - Côte d’Azur-ის შუშის პანელები. JR იყენებს ხელოსნურ საუკუნოვან ტექნიკას, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ტრანსპორტის იერსახე.

JR ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ მოიხიბლა სატრანსპორტო საშუალებით, რომლის შთაგონებითაც მან არაერთი ნამუშევარი შექმნა, მათ შორის - “Women Are Heroes” (2007) და „Mind the Gap“ (2017), რომელიც 700 მინიატიურული მატარებლისგან შედგება და წარმოადგენს სახეებს, რომლებიც უსასრულო წრეში ტრიალებენ. 


ფოტოების წყარო: JR, Designboom