ენდი უორჰოლმა ცხოვრების ბოლო ათი წლის განმავლობაში შექმნა აბსტრაქციისა და რელიგიის თემატიკაზე ორიენტირებული ნამუშევრების სერია. ესთეტიკურად ეს ნამუშევრები იყო საპირისპირო პოპ-არტისა, რომლითაც უორჰოლი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. Eggs ნახატების სერია შეიქმნა, როგორც სხვადასხვა ზომის სააღდგომო საჩუქრები, რომლებიც უორჰოლმა თავის საყვარელ ადამიანებსა და მეგობრებს უსახსოვრა და ასახავს არტისტის ინტერესსა და აბსტრაქციის შესწავლას.უორჰოლის აბსტრაქციის მიმართ ინტერესზე გავლენა მოახდინა ისეთი არტისტების შემოქმედებამ, როგორებიც არიან ჟან-მიშელ ბასკია, პიტერ ჰალი და კიტ ჰარინგი, რომელთაც ჰქონდათ მხატვრობის განსაკუთრებული სტილი. 1980-იან წლებში, მაშინ როდესაც უორჰოლმა დაიწყო Eggs ნამუშევრის ილუსტრირება, აბსტრაქტული ხელოვნება საკმაოდ პოპულარული იყო. უორჰოლი განთქმული იყო სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებით, მას ეკუთვნის Coca-Cola-ს ეტიკეტის დიზაინი და ცნობილი კემპბელის ქილები. მან შექმნა ისეთი ვარსკვლავების სტილიზებული პორტრეტები, როგორებიც არიან - მერილინ მონრო, ელიზაბეტ ტეილორი, ჟაკლინ კენედი, ელვის პრესლი.
უორჰოლის შემოქმედება სათქმელს მრავალფეროვანი მიმართულებით - ფერწერითა და ფოტოგრაფიით, ილუსტრაციებითა და ქანდაკებებით გამოხატავს.
ფოტოების წყარო: WikiArt, King & McGaw, Artsy
დაწერე კომენტარი