საქართველოში, ე.ა. საგამოფენო სივრცეში სელინ ვაზენის სოლო გამოფენა პირველად გაიმართება. გამოფენა, სახელწოდებით "ყველაფერი - Beyond Hues" 19 მაისს გაიხსნება და 20 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს დამთვალიერებელს.
სელინ ვაზენი ბრიუსელში მცხოვრები ხელოვანია, რომელიც მუშაობს ტექსტილზე, თანამედროვე მიდგომით იკვლევს წინაპართა მიერ ტექსტილის დამზადების და მასზე მუშაობის ტექნიკას, სოციალურ-კულტურულ განზომილებას, ასევე მისი ნამუშევრები ასახავს ტრადიციებს გეოგრაფიულად გაფანტული, ჰიბრიდული კულტურებისა და სხვადასხვა პერიოდის წეს-ჩვეულებებს ქსოვის მრავალწლიანი ისტორიიდან.
ESA St-Luc Brussels-ში, HGK Lucerne-სა და HAW Hamburg-ში ვიზუალური ხელოვნების შესწავლის შემდეგ, სელინ ვაზენმა მიიღო მაგისტრის ხარისხი ENSAV La Cambre-ის ტექსტილის დეპარტამენტში, ბრიუსელში. მისი ნამუშევრები ნაჩვენებია სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში, მათ შორის, IKOB-ის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ბელგიაში, 21-ე საუკუნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, იაპონიაში და New York Textile Month 2022, ნიუ-იორკში.
ვაზენი იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახელოვნებო რეზიდენციის წევრი, როგორებიცაა: Wiels – Contemporary Art Centre, Boghossian Foundation – Villa Empain, iMAL – Art Center for Digital Cultures & Technology, Fondation CAB ბრუსელი, ბელგია და the Frans Masereel Centrum, Kasterlee, ბელგია.
ფოტოს წყარო: Celine Vahsen
დაწერე კომენტარი