Balenciaga-ს უახლესი კამპანია ბრენდის ცნობილ Rodeo ჩანთას ეძღვნება, რომელიც ბევერლი ჰილზზე მდებარე Rodeo Drive-ის სახელს ატარებს. ფოტოგრაფ მარიო სორენტის მიერ გადაღებულ კამპანიაში მონაწილეობენ მსახიობი და ბრენდის ამბასადორი - ნიკოლ კიდმანი, ჩინელი მსახიობი და მომღერალი იანგ ჩაოიუ და მოდელი ამელია გრეი.
სორენტიმ კამპანიის მოდელები ნაცრისფერ ფონზე გადაიღო, პორტრეტები და ჩანთები ცენტრში მოაქცია და მათ ელეგანტურობას გაუსვა ხაზი.
უნიკალური კონსტრუქციით დამზადებული ტყავის ჩანთები, როგორც დიდი და საშუალო, ისე პატარა ზომების და შავი, თეთრი, ნაცრისფერი და მუქი მწვანე ფერებით არის წარმოდგენილი, თითოეული მათგანი კი ვერცხლისფერი ან ოქროსფერი დეტალებითაა გაფორმებული.
Rodeo ჩანთის შეძენა ინდივიდუალური ჩარმებით და გასაღების საკიდებით არის შესაძლებელი, რაც მყიდველს პერსონალიზაციის და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას აძლევს.
ფოტოს წყარო: Balenciaga
დაწერე კომენტარი