იტალიაში, ტოსკანასა და უმბრიის საზღვარზე 1050 წლით დათარიღებული ნაგებობა, მე-11 საუკუნის ციხესიმაგრე მდებარეობს, რომელიც წლების განმავლობაში საგულდაგულო რესტავრაციის და აღდგენითი სამუშაოების შემდეგ გადაკეთდა, როგორც უნიკალური სასტუმრო - Hotel Castello di Reschio და მთელი მსოფლიოდან სტუმრებს როგორც დასასვენებლად, ისე ათასწლოვანი ისტორიის გასაცნობად მასპინძლობს.

View this post on Instagram

A post shared by R E S C H I O - Estate & Hotel (@reschio)


IMG_7771.png 1.32 MB
Castello di Reschio-ს მრავალფეროვანი მამული 3700 ჰექტარზეა გადაშლილი, მთავარი შენობა გარშემორტყმულია მუხის, წაბლის, ვერხვის, კვიპაროსებისა და ციტრუსების ხეებით, ზეთისხილის კორომებითა და მრავალფეროვანი მინდვრებით. 

სასტუმროს ნომრები თითოეული მათგანის უნიკალური დიზაინით გამოირჩევა, სადაც დახვეწილ ავეჯს, ანტიკვარული ორნამენტებითა და უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით შეხვდებით. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ავეჯის შექმნა ბენედიქტ ბოლზას - სასტუმროს მეპატრონეს უკავშირდება, რომელმაც ნივთები ადგილობრივ სახელოსნოში - BB for Reschio-ში დაამზადა. Castello di Reschio-ში ორიგინალური დიზაინის გამო, არცერთი ოთახი არ არის ერთმანეთის მსგავსი. გარდა ნომრებისა, სასტუმრო 10 კერძო ვილას წარმოადგენს, რომლებიც მთავარი შენობის გასწვრივაა განლაგებული. 

სასტუმროში არსებული რესტორნები და ბარები დამსვენებელს ადგილობრივი, სეზონური და ორგანული ინგრედიენტებით მომზადებულ კერძებს სთავაზობს. Castello di Reschio-ში საკვები ობიექტების მრავალფეროვანი არჩევანია, მათ შორის - Ristorante Alle Scuderie, რომელიც ტრადიციულ იტალიურ სამზარეულოს ეფუძნება, Ristorante Al Castello თავისი ულამაზესი ხედებით, Bar Centrale და Palm Court Bar როგორც იტალიური, ისე სხვა ქვეყნების მრავალფეროვანი კოქტეილების და გამაგრილებელი სასმელების, დესერტებისა და მსუბუქი კერძების მენიუთი მასპინძლობს.

გარდა სასტუმროში არსებული გარე აუზისა, Castello di Reschio სტუმრებს სპას სთავაზობს იქ, სადაც წლების წინ ციხის უძველესი ღვინის მარნები მდებარეობდა. ძველი რომაული აბანოებით შთაგონებულ სპაში პერსონალიზებული, ინდივიდუალურად მორგებული პროცედურების კომბინაცია იქმნება, დაწყებული მასაჟისა და სახის მოვლის პროცედურებიდან, დამთავრებული აბანოს ტრადიციული რიტუალებით. Palm Court-ის სიღრმეში არსებულ სარდაფებს სპას სხვადასხვა სივრცე იკავებს - საუნები, აბანოები და სარელაქსაციო ოთახები. 

IMG_8493.jpg 1.21 MB

View this post on Instagram

A post shared by R E S C H I O - Estate & Hotel (@reschio)


რაც შეეხება, სასტუმროში შემოთავაზებულ აქტივობებს, Castello di Reschio-ში შესაძლებელია ცხენით ჯირითი როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მათთვის, ვინც პირველად ეცნობა ცხენოსნობას. ასევე, ველოსიპედებით სეირნობა, სამზარეულოს სხვადასხვა კლასებზე დასწრება, ტრიუფელის დასაკრეფად ტყეში გასვლა, თევზაობა ან სასტუმროს Astroturf კორტებზე ჩოგბურთის თამაში.