ლონდონში მდებარე საგამოფენო სივრცე - Spazio Leone ქართველი ხელოვანის, მარიანა ჭყონიას სოლო გამოფენას მასპინძლობს, რომელიც 22 მაისს გაიხსნა და 23 ივნისამდე გაგრძელდება. გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებელი არტისტის მიერ შექმნილ მონუმენტურ ტექსტილის დიზაინს იხილავს. ქართული და სამხრეთ კავკასიური ქსოვილის ტრადიციული ტექნიკის საფუძველზე, როგორიცაა მშრალი და სველი თექის, ბუნებრივი პიგმენტების გამოყენება, მარიანას ნამუშევრები აცოცხლებს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. სწორედ უძველესი პრაქტიკის მიმართ თანამედროვე და ინოვაციური მიდგომით, ტექსტურისა და ფერის უნიკალური შეხამებითა და გამორჩეული შემოქმედებითი ხედვით, ქართველი ხელოვანი დამთვალიერებლებს საინტერესო და დასამახსოვრებელ ნამუშევრებს სთავაზობს.
დაწერე კომენტარი