17 მაისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით Guggenheim-ის მუზეუმში ჯენი ჰოლზერის გამოფენა -  Light Line მიმდინარეობს, სადაც ხელახლა წარმოდგენილია ხელოვანის მიერ 1989 წელს შესრულებული საეტაპო ნამუშევარი. ფრენკ ლოიდ რაითის დაპროექტებული შენობის ექვსივე სართულის ჯებირებზე ჯენი ჰოლზერის მიერ Truisms-ისა და Inflamatory Essays-ის სერიების ფარგლებში შექმნილი მოძრავი ნამუშევრებია ნაჩვენები, რისი საშუალებითაც თავად შენობა ადგილსპეციფიკურ ინსტალაციად გადაიქცა. 

Light Line აქცენტს აკეთებს ჰოლზერის მიერ სიტყვებით შექმნილ ნამუშევრებზე, შენობაზე დატანილია ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: Presentation is as Important as Content, Physical Culture is Second Best, Pursuing Pleasure For The Sake Of Pleasure Will Ruin You და სხვა. ამ LED ნამუშევრების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანის მიერ 1970-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ფერწერული ტილოები და ქაღალდსა და ქვაზე შესრულებული ნამუშევრებიც. 


ფოტოების წყარო: Guggenheim Museum