ესტონეთში, ქალაქ ტარტუში ქართველი ხელოვანის - თეა გვეტაძის გამოფენა - "Room for Many” იმართება, რომელიც არტისტ Diana Tamane-სთან ერთობლივი პროექტია. გამოფენა Inga Lace-ის კურატორობით 24 მაისს გაიხსნა და დამთვალიერებლებს 30 ივნისამდე უმასპინძლებს.გამოფენაზე წარმოდგენილია არტისტების სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ნამუშევრები, მათ შორის - ვიდეო, ფოტოგრაფია, ფერწერა, ტექსტილი და ინსტალაცია.
არტისტები ნამუშევრებით აყალიბენენ ნარატივებს, რომელიც შეისწავლის მათ პირად გამოცდილებას, კავშირებსა და დაკვირვებებს და ქმნის ერთგვარ ავტოპორტრეტს, ამასთანავე გამოფენა ხელოვანების ისტორიებს სხვა ქალებთან აკავშირებს.
გამოფენა "Room for Many” არის European Capital of Culture Tartu 2024-ის პროგრამის ნაწილი.
დაწერე კომენტარი