ნიუ-იორკში, New Uncanny გალერეაში, ჯგუფური გამოფენა Overload იმართება, რომელშიც მონაწილეობს ქართველი ხელოვანი - ლევან მინდიაშვილი და ახალ, 2024 წლის ნამუშევარს - power [viii. strength]-ს წარმოადგენს.
ლევან მინდიაშვილის ნამუშევარი ანტიკვარული, შეღებილი ხის ლომის თავია, რომელიც დამაგრებულია მარმარილოს და ფოლადის სადგამზე, მათ შორის მარმარილოს პიედესტალი, რომელიც ლევანისა და პაპუნა დაბრუნდაშვილის ერთობლივი ნამუშევარია.
გამოფენა 23 მაისს გაიხსნა და 3 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. Overload არტისტების მხატვრული, კონცეპტუალური ნამუშევრებით იკვლევს დასუფთავებისა და დაბინძურების უსასრულო ციკლს.
ფოტოს წყარო: Levan Mindiashvili, New Uncanny
დაწერე კომენტარი