ამერიკელი მსახიობი, "ბრიჯერტონის" ვარსკვლავი - ჯონათან ბეილი ახალი წამოწყებით ბრუნდება და LGBTQ+ საქველმოქმედო ორგანიზაციას - The Shameless Fund-ს აარსებს, რომლის მთავარი მხარდამჭერი მოდის სახლი - Loewe და მისი შემოქმედებითი ხელმძღვანელი - ჯონათან ანდერსონია.
ანდერსონმა საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე Ivan Cidrian-ის მონაწილეობით ახალი კამპანია გამოაქვეყნა, რომელიც ფოტოგრაფმა Angela Suarez-მა გადაიღო. კამპანიაში Loewe-ს მიერ შექმნილ ექსკლუზიურ და კოლაბორაციულ თეთრ მაისურს ვხვდებით, რომელსაც შავი ასოებით აქვს წარწერა - Drink your milk.
ჯონათან ბეილის ახალი ფონდის დაარსების აღსანიშნავად შექმნილი მაისურები Loewe-ს შერჩეულ მაღაზიებში და ონლაინ ვებგვერდზე 27 ივნისიდან გაიყიდება, ყოველ გაყიდულ მაისურზე მოდის სახლი თანხას გადაურიცხავს ფონდს. The Shameless Fund ისეთი სამყაროს შექმნას ეძღვნება, სადაც ყველა LGBTQIA+ ადამიანი იცხოვრებს და შეიყვარებს თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩაგვრის გარეშე.
ფოტოს წყარო: Jonathan Anderson
დაწერე კომენტარი