რომანტიკული, სამეცნიერო ფანტასტიკა - The Beast ბერტრან ბონელოს 2023 წლის ფილმია, რომელიც ჰენრი ჯეიმსის მოთხრობას - The Beast in the Jungle-ს ეფუძნება. ფილმის სიუჟეტი სამ სხვადასხვა დროსა და ადგილას ვითარდება - 1910 წელს პარიზში, 2014 წელს ლოს-ანჯელესშში და 2044 წელს მომავალში, სადაც სამყაროს ხელოვნური ინტელექტი მართავს.

ფილმის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის კონტროლირებად მომავალ ცხოვრებაში გრძნობები და ემოციები ადამიანების მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, რომლისთვისაც მეცნიერები განკურნების გზებსაც იგონებენ, სწორედ ამ განკურნების პროცედურებში ერთვება The Beast-ის მთავარი გმირი - გაბრიელა, რომელსაც ლეა სედუ განასახიერებს, იგი გრძნობებისგან თავის დასაღწევად სამ სხვადასხვა დროსა და ცხოვრებაში მოგზაურობს. 

The Beast-ის მსოფლიო პრემიერა 2023 წლის 3 სექტემბერს ვენეციის მე-80 საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და კრიტიკოსთა მაღალი შეფასება დაიმსახურა, ფილმი საფრანგეთის კინოთეატრებში 2024 წლის 7 თებერვალს აჩვენეს. 

ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლეა სედუმ The Beast-ში შესრულებული როლისთვის მოიპოვა საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო, სედუსთან ერთად ფილმში მთავარ როლს ასრულებს ჯორჯ მაკკეი, ასევე შეხვდებით მსახიობებს - Guslagie Malanda-სა და დაშა ნეკრასოვას. ფილმის ყურება ახლა შესაძლებელია Apple Tv-ს, Prime Video-სა და Fandango-ს პლატფორმებზე.


ფოტოს წყარო: Variety, IMDb