Netflix-ის ცნობილი სერიალი - “ემილი პარიზში’’ ახალი, მეოთხე სეზონის კადრებს აქვეყნებს, რომელსაც მაყურებელი ორ ნაწილად - ხუთ-ხუთ ეპიზოდად დაყოფილს იხილავს. პირველი ნაწილის პრემიერა 15 აგვისტოს, ხოლო მეორე ნაწილისა 12 სექტემბერს შედგება.
ახლად გამოქვეყნებულ კადრებში ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მსახიობები - ლილი კოლინზი, ეშლი პარკი, ლუსიენ ლავისკონტი და ლეროი-ბოულიე ჩანან, გარდა ამისა, სერიალში ახალ მსახიობს - თალია ბესონს ვხვდებით, რომელიც, როგორც ცნობილია, პერსონაჟ ჟენევიას განასახიერებს. ახალ სეზონში ასევე მონაწილეობენ მსახიობები - სამუელ არნოლდი, ევგენიო ფრანსკინი, ლუკას ბრავო, კამილ რაზატი, არნო ბინარდი და უილიამ აბადი.
ახალი სეზონის სიუჟეტი ისევ ემილი კუპერის - ახალგაზრდა ამერიკელი ქალის ისტორიას აგრძელებს, რომელიც სამუშაოდ პარიზში ჩადის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა, ასევე ხვდება სასიყვარულო სამკუთხედში და მისი ცხოვრება თავგადასავლებით ივსება. ემილის პერსონაჟის დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი ნაწილი, ისევე როგორც სხვა სეზონებში, ახალ კადრებშიც ჩანს, რომ მისი ფერადი და დახვეწილი ჩაცმულობა იქნება.
ფოტოს წყარო: Emily in Paris
დაწერე კომენტარი