გასული საუკუნიდან მოყოლებული დღემდე კინოინდუსტრია არაერთ საკულტო, გამორჩეულ ფილმს ინახავს, რომელთა მთავარი მოტივი - საზაფხულო დასვენება, შვებულება, არდადეგები და სეზონური თავგადასავლებია. გიზიარებთ 10 ფილმს, რომლებშიც ზაფხულისა და დასვენების ესთეტიკა წარმოგვიდგება და სასიამოვნო საყურებელია სხვადასხვა სიტუაციაში. ფილმები სახლიდან გაუსვლელად გვამოგზაურებენ ზღვისპირა ადგილებში, გვიმაღლებენ საზაფხულო დასვენების განწყობას და საინტერესო, ხანდახან საკმაოდ რთულ თავგადასავლებსაც გვიზიარებენ. 

IMG_0560.jpeg 128.31 KB
Roman Holiday (1953)

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ფილმი - ‘’რომაული არდადეგები’’ 1953 წლის რომანტიკული კომედიაა, რომლის გადაღება რეჟისორ უილიამ უაილერს უკავშირდება. ფილმი ახალგაზრდა პრინცესას და ამერიკელი რეპორტიორის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. რომში მყოფი პრინცესა ანა გადაწყვეტს ცოტა ხნით სასახლიდან გაიპაროს და რომის ქუჩებში ღამე მარტო ისეირნოს, სადაც ჯო ბრედლის ხვდება და იწყება მათი საინტერესო, საზაფხულო თავგადასავალი. მთავარ როლებში ოდრი ჰეპბერნი და გრეგორი პეკი მონაწილეობენ, ოდრისთვის ეს პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო, რომლისთვისაც იგი ოქროს გლობუსით და ოსკარით დაჯილდოვდა.

IMG_0562.jpeg 231.76 KB
La Piscine (1969)

La Piscine არის 1969 წლის ფსიქოლოგიური დრამა, რომელშიც მთავარ როლებს ალენ დელონი, რომი შნაიდერი, მორის რონე და ჯეინ ბირკინი ასრულებენ. ფილმი გადაღებულია ფრანგულ რივიერაზე, სან-ტროპეში მდებარე საზაფხულო ვილაზე, სადაც წყვილი - ჯან-პოლი და მარიანა ზღვის პირას ატარებენ დასვენების დღეებს. რეჟისორ ჟაკ დერეს ფილმმა რომი შნაიდერი და ჯეინ ბირკინი 60-იანი წლების სანაპირო ცხოვრებისა და სტილის სიმბოლოებად აქცია.

IMG_0563.png 1.81 MB
The Parent Trap (1998)

საზაფხულო ფილმი - The Parent Trap ლინდსი ლოჰანის მონაწილეობით, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია ზაფხულის საღამოს ოჯახთან ერთად საყურებლად. ფილმი გვამოგზაურებს საზაფხულო ბანაკში, ლონდონსა და მზიან კალიფორნიაში, ნაპას ველზე. ფილმი ტყუპ დებზე მოგვითხრობს, რომლებიც შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს ბანაკში, ერთმანეთის აღმოჩენის შემდეგ კი მშობლებს ერთგვარ ‘’ხაფანგს’’ დაუგებენ და ადგილებს გაცვლიან.

IMG_0565.jpeg 54.1 KB
The Beach (1999)

1999 წელს გადაღებული სათავგადასავლო დრამა - The Beach თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდა ამერიკელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ფრანგ წყვილთან ერთად ტაილანდში მდებარე საიდუმლო სანაპიროს საძებნელად მიემართება. ფილმში მთავარ როლებს  ლეონარდო დიკაპრიო, ტილდა სუინტონი, ვირჯინი ლედოიენი, გიომ კანე და რობერტ კარლაილი ასრულებენ. ‘’სანაპირო’’ გადაღებულია ტაილანდის კუნძულ - Ko Phi Phi Le-ზე.

IMG_0567.png 4.92 MB
The Talented Mr. Ripley (1999)

The Talented Mr. Ripley - პატრისია ჰიგსთიმის ცნობილი წიგნის მიხედვით გადაღებული კინოადაპტაცია, მოგვითხრობს ამერიკელი ახალგაზრდის შესახებ, რომელსაც მდიდარი გემთმშენებელი დაიქირავებს შვილის იტალიიდან ამერიკაში დასაბრუნებლად. 

IMG_0569.png 562.73 KB
Under the Tuscan Sun (2003)

‘’ტოსკანას მზის ქვეშ’’ ამერიკული რომანტიკული კომედია-დრამაა, რომლის გადაღება რეჟისორს და პროდიუსერს - ოდრი უელსს უკავშირდება. ფრენსის მეისის 1996 წლის ამავე სახელწოდების მემუარებზე დაფუძნებულ ფილმში მთავარ როლს დაიან ლეინი ასრულებს. იგი ახალგანქორწინებულ მწერალ  ქალს განასახიერებს, რომელიც ტოსკანაში ვილას შეიძენს იმ იმედით, რომ ეს მის ცხოვრებაში ცვლილებებს გამოიწვევს. ტოსკანაზე გამგზავრებული ფრენსისის ცხოვრებაში ახალი ეტაპი და საინტერესო თავგადასავალი იწყება. 

IMG_0571.jpeg 406.75 KB
Sex and the City (2008)

2008 წლის რომანტიკული კომედიური ფილმი ‘’სექსი დიდ ქალაქში’’ ამავე სახელწოდების საკულტო სატელევიზიო სერიალის გაგრძელებაა, რომელიც ეფუძნება კენდის ბუშნელის 1997 წლის რომანს. ფილმში, ისევე როგორც სერიალში, ოთხი მეგობრის - კერი ბრედშოუს, სამანტა ჯონსის, შარლოტ იორკისა და მირანდა ჰობსის თავგადასავლებით, მოგზაურობით და დრამებით სავსე ცხოვრებაა ნაჩვენები. 

IMG_0574.jpeg 363.09 KB
Mamma Mia (2008)

‘’მამა მია’’ - საზაფხულო, ამაღლებული განწყობის საოჯახო ფილმია, რომელიც მიუზიკლის ადაპტაციაა და დაფუძნებულია პოპულარული პოპ-ჯგუფის, ABBA-ს სიმღერებზე. შორეულ საბერძნეთის კუნძულზე გადაღებულ ფილმში მთავარ როლებს  მერილ სტრიპი და ამანდა სეიფრიდი ასრულებენ, თითოეულ ეპიზოდში კარგად ჩანს საბერძნეთის საზაფხულო დასვენების გამორჩეული ესთეტიკა. 

IMG_0576.jpeg 178.12 KB
Somewhere (2010)

სოფია კოპოლას ფილმი, 2010 წლის დრამა - Somewhere მოგვითხრობს მარკოზე, რომელსაც მიუხედავად ფულისა და პროფესიული წარმატებისა, ემოციურად ცარიელი ცხოვრება აქვს, იგი 11 წლის ქალიშვილთან ერთად ლოს-ანჯელესში, Sunset Boulevard-ზე მდებარე The Chateau Marmont-ში მიემგზავრება, რაც ფილმის გამორჩეული ნაწილია, Somewhere პირველი ფილმია, რომელიც ამ კონკრეტულ, ჰოლივუდის ისტორიით სავსე სასტუმროში გადაიღეს. 

IMG_0578.jpeg 323.2 KB
Monte Carlo (2011)

2011 წლის ამერიკული რომანტიკული კომედია ‘’მონტე კარლო’’ სამი ახალგაზრდა გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ოცნებას იხდენენ და სამოგზაუროდ პარიზში მიფრინავენ. სასტუმროს მისაღებში ერთ-ერთი მათგანი მდიდარი ბრიტანელის მემკვიდრეში აერევათ, გოგონები საკმაოდ ექსტრემალურ თავგადასავალში ერთვებიან და მშვენიერ დროს ატარებენ ვარსკვლავური, მდიდრული ცხოვრებით.