ენტონი ვაკარელოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი ახალი კაფსულა-კოლექცია - Tan Lines სრულად ეძღვნება ზაფხულს და ამ სეზონისთვის საჭირო სხვადასხვა აქსესუარს აერთიანებს - დაწყებული საცურაო კოსტიუმებითა და ჩანთებით, დამთავრებული ველოსიპედებითა და ჩოგბურთის ბურთებით. კოლექციას კამპანია - Endless Summer - უსასრულო ზაფხული მიეძღვნა, რომელშიც ფოტოგრაფმა ჰენრიკ პურიენემ პოლონელი მოდელი ანია რუბიკი და K-pop ჯგუფის, Blackpink-ის მომღერალი და მოცეკვავე Rosé აღბეჭდა.
ახალი კამპანიის ფოტოები სხვადასხვა ადგილზეა გადაღებული, მათ შორის - საცურაო აუზთან და ჩოგბურთის კორტებზე. სამხრეთაფრიკელი ფოტოგრაფი - ჰენრიკ პურიენე ცნობილია სანაპიროებსა და აუზებზე გადაღებული კადრებით, რომლებიც სეზონის სილამაზეს და ზაფხულის ესთეტიკას ასახავს.
Tan Lines გასული ზაფხულის 37.2 კოლექციის ერთგვარი გაგრძელებაა, თუმცა ვხვდებით სიახლეებსაც, მათ შორის ახალი Saint Laurent Rive Droite-ის თანამშრომლობით შექმნილ აქსესუარებს, მოდის სახლის კოლაბორაციებს სხვადასხვა ბრენდთან.
ექსკლუზიური, სპეციალურად შექმნილი ველოსიპედი, ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ ბრენდ Micargi-სთან თანამშრომლობის შედეგია, ვარსკვლავებიანი ჩოგბურთის რეკეტი და ბურთები Wilson-თან კოლაბორაციით შეიქმნა, ხოლო მოტოციკლის ქრომირებულ ჩაფხუტებზე ვაკარელომ ინგლისურ ბრენდ Hedon-თან ერთად იმუშავა.
ფოტოს წყარო: Saint Laurent
დაწერე კომენტარი