საზაფხულო თავგადასავლებისთვის, დასვენების დღეებისთვის მზადება შოპინგით, მრავალფეროვანი ნივთების და საჩუქრების შერჩევით იწყება. თბილისი მოლი სხვადასხვა კატეგორიის მაღაზიებში ფერადი ნივთების დიდ არჩევანს დაგახვედრებთ და საშუალებას მოგცემთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ნივთი, იქნება ეს საკუთარი თავისთვის თუ ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის, ერთ სივრცეში შეიძინოთ, შოპინგს კი კიდევ უფრო სასიამოვნოს თბილისი მოლის საზაფხულო კამპანიის ფარგლებში შემოთავაზებული კონკურსი გახდის.
საზაფხულო კონკურსში ჩართვის მთავარი პირობა თბილისი მოლში შოპინგი და ჩეკების შეგროვებაა, ჯამურად ყველაზე მაღალი ჩეკის მფლობელი მთავარ საჩუქარს - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ზღვისპირა ქალაქ რას ალ ხაიმაში საოჯახო საგზურსა და მანარ მოლის შოპინგ ტურს მიიღებს. ასევე, გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ თბილისი მოლის 1000-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს, ვაუჩერებსა და საჩუქრებს მოლში არსებული ბრენდებისგან.იმისათვის, რომ საზაფხულო კონკურსში ჩაერთოთ და თავგადასავლებით სავსე პრიზების მფლობელი გახდეთ, თბილისი მოლის საინფორმაციო სტენდთან 1-ელი სექტემბრიდან 6 სექტემბრის 10:00-იდან 21:00-მდე პირადობასთან ერთად უნდა წარადგინოთ ჩეკები. თითოეული მათგანი უნდა იყოს 2024 წლის 20 ივლისიდან რომელიმე მაღაზიაში ან ობიექტში მინიმუმ 70 ლარის შენაძენის ამსახველი. თავდაპირველად 7 სექტემბერს გამოვლინდება ყველაზე მაღალი ჩეკების შუალედური შედეგები ფეისბუქგვერდის და შიდა მონიტორის საშუალებით, 8 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით სისტემატურად გამოქვეყნდება ყველაზე მაღალი ღირებულების ჩეკები, რათა კონკურსანტებმა მეტი შოპინგით შეძლონ ჩეკის მოცულობის გაზრდა და სხვა კონკურსანტებთან შეჯიბრი. საბოლოო ჩეკები კი უნდა წარადგინოთ 16 სექტემბრის 21:00 საათამდე.
კონკურსის საბოლოო გამარჯვებულები 21 სექტემბერს, თბილისი მოლის მთავარ ატრიუმში გამოვლინდებიან და მიიღებენ საზაფხულო საჩუქრებს. თუკი ორი მომხმარებელი იდენტური ჯამური რაოდენობის ჩეკს შეაგროვებს, უპირატეს საჩუქარს მიიღებს ის, ვინც საინფორმაციო სტენდთან ჩეკს პირველი წარადგენს.
კრედიტები:
სააგენტო: VAVAVA
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: გვანცა ჩლაიძე; ტატა ქათამაძე
ექაუნთ ლიდი: სალომე ბეჟიტაშვილი
პროექტის ლიდი: თაკო სიმონიშვილი
არტ დირექტორი: ანი ჭოღოშვილი; ნატა სოფრომაძე
რეჟისორი, სცენარი: ნატა სოფრომაძე
ოპერატორი: ირაკლი მეტრეველი
კოსტიუმები: ლიზიკო ჭეიშვილი
მონტაჟი: ლევან ბუთხუზი
ასისტენტი: ვალტერ გორიანოვი, სეიმურ სეიდიევი
ქოფირაითერი: გვანცა დარსანია
მოუშენ დიზაინერი: კოკა კიტია
გადამღები კომპანია: Tesli Studio
ბრენდი: თბილისი მოლი
დაწერე კომენტარი