სათვალეების ბრენდი - MessyWeekend, რომელიც ინდივიდუალიზმს გამოხატავს, უკვე საქართველოშია და მომხმარებლებს თანამედროვე დიზაინის, ვიზუალურად დახვეწილი და კომფორტული სათვალეების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. MessyWeekend-ის ხედვა ეფუძნება მოსაზრებას, რომ სათვალე არა მხოლოდ აქსესუარია გამორჩეული სტილისთვის, არამედ საშუალებაა საკუთარი თავისა და ხასიათის კარგად წარმოსაჩენად. დანიური ბრენდის, MessyWeekend-ის სათვალეების დიზაინი კოპენჰაგენში იქმნება, სადაც გუნდი მუდმივად მუშაობს ინოვაციებსა და ურბანული სათვალეების უახლეს ტენდენციებზე, სათვალეები დიდი სიფრთხილით და ხარისხის ყველანაირი შემოწმებით მზადდება. ბრენდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობა და სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების გემოვნების და ინტერესების დაკმაყოფილება.MessyWeekend-ის სათვალეებს შორის იპოვით არაერთ გამორჩეულ დიზაინს, რომლებიც ცნობილი ადამიანების შთაგონებით შეიქმნა და მათ სახელს ატარებს, მაგალითად, სათვალე GRACE გრეის კელის ეძღვნება, AUDREY - 50-იანი და 60-იანი წლების ესთეტიკით, ოდრი ჰეპბერნის პატივსაცემად შეიქმნა. ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებს შორისაა - უნივერსალური, კლასიკური მრგვალი ფორმის NEW DEPP, ასევე BILLE, რომელიც ვინტაჟურ და თანამედროვე დიზაინს აერთიანებს და ხელნაკეთი აცეტატის ჩარჩოთი დამზადებული, დახვეწილი სტილის სათვალე - ANNA. თითოეული მათგანი ფერების მრავალფეროვნებით და ორიგინალურობით გამოირჩევა.
ბრენდის კიდევ ერთი უპირატესობაა ეკოლოგიურ აქტივობებში მუდმივი ჩართულობა და პლანეტაზე ზრუნვის გამოხატვა. ვინაიდან მსოფლიო ოკეანეები სულ უფრო მეტად დგას პლასტიკით დაბინძურების საფრთხის წინაშე, MessyWeekend შემოსავლის ნაწილს მათი პლასტმასისგან დასუფთავების ინიციატივების მხარდასაჭერად იყენებს, ამ მნიშვნელოვან საქმეში კი მომხმარებელიც ერთვება სათვალეების ყიდვისას და თავისი წვლილი შეაქვს ბუნებასა და პლანეტაზე ზრუნვაში.
MessyWeekend-ის სათვალეებს, რომლითაც თქვენს ლუქს გაამრავალფეროვნებთ და ინდივიდუალიზმსაც გამოხატავთ, თბილისში, საბურთალოს სითი მოლში წარმოდგენილ სტენდზე შეიძენთ. ასევე, სათვალეებს შეხვდებით სტამბაში, მაღაზია MORE is LOVE-სა და “რადისონ” ჯგუფში. მუდმივად მზარდ ინოვაციურ ბრენდს ბევრი საინტერესო გეგმა აქვს, მათ შორის - გაფართოება, შესაბამისად, MessyWeekend კიდევ ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ.
დაწერე კომენტარი