ლონდონის მოდის კვირეულზე, JW Anderson-ის 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელსაც ქალაქის ცენტრში მდებარე Old Billingsgate-მა უმასპინძლა. ადგილი, სადაც მოდის ჩვენებები და ღონისძიებები იმართება, ვიქტორიანული შენობაა, რომელიც თავდაპირველად იყო Billingsgate Fish Market - მსოფლიოში ყველაზე დიდი თევზის ბაზარი მე-19 საუკუნეში.
JW Anderson-ის დამაარსებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჯონათან ანდერსონი, რომელიც ასევე ესპანურ მოდის სახლს - Loewe-ს უდგას სათავეში, ექსპერიმენტებითა და უსაზღვრო შესაძლებლობების შესწავლით გამოირჩევა, მის კოლექციებში ყოველთვის ვხვდებით კრეატივსა და სიახლეებს.
ახალი კოლექცია ჯონათან ანდერსონმა ოთხი მასალის გამოყენებით შექმნა, ესენია - ტყავი, ქაშმირი, აბრეშუმი და Sequin, თავისი მბზინავი ტექსტურით. ამ მასალებით ანდერსონმა კოლექციის მთავარ ნაწილს - მინი კაბის სილუეტს გაუსვა ხაზი და სხვადასხვა ორიგინალური ინტერპრეტაცია წარმოადგინა სვიტერების, მაისურებისა და დიდი ზომის ბომბერებისა და ქურთუკების სახით.
ფოტოს წყარო: JW Anderson, Vogue Runway
დაწერე კომენტარი