რეჟისორ პაბლო ლარაინის ნამუშევარი, ახალი ფილმი Maria მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მეოცე საუკუნის საოპერო მომღერლის, მარია კალასის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ისტორია სავსეა როგორც სიხარულით, ისე ტანჯვით, როგორც წარმატებული და ბედნიერი, ისე ტრაგიკული და ამაღელვებელი მომენტებით, ფილმი 1970-იან წლებში მარია კალასის პარიზში გატარებულ უკანასკნელ დღეებს აღწერს. 

IMG_5238.jpeg 101.39 KB
Maria-ს პრემიერა ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე 29 აგვისტოს შედგა, 27 ნოემბრიდან კი ფილმის ჩვენება შერჩეულ კინოთეატრებში იმართება, 11 დეკემბრიდან მაყურებელი ფილმს Netflix-ზე იხილავს. ფილმში მთავარ როლს ასრულებს და მარია კალასს აცოცხლებს ანჯელინა ჯოლი, რომელმაც შესრულებისთვის კრიტიკოსებისა და ფესტივალის დამსწრეების დიდი მოწონება დაიმსახურა. ანჯელინასთან ერთად ფილმში მონაწილეობენ ვალერია გოლინო, კოდი სმიტ-მაკფი, ჰალუკ ბოლგინერი, ალბა რორვაჩერი და სხვა მსახიობები.

რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული, ბიოგრაფიული ფილმის სცენარი სტივენ ნაითს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც მაყურებელს შესაძლებლობა აქვს მარია კალასის ფსიქოლოგიური პორტრეტი და მსოფლიო აღიარების პარალელურად მისი ცხოვრების მძიმე წუთები იხილოს. ფილმის სცენები სხვადასხვა ქალაქიდანაა, მათ შორის - ბუდაპეშტიდან, პარიზიდან, ათენიდან და მილანიდან. ანჯელინა ჯოლიმ სხვა კოსტიუმებთან ერთად, მარია კალასის კუთვნილი, რეალური სამოსი მოირგო, Massimo Cantini Parrini-ს ვინტაჟური კოლექციის არქივიდან.



ფოტოს წყარო: IMDb, Variety, Vanity Fair