დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა ამერიკული Vogue-ს სპეციალური გამოშვების, დეკემბრის ნომრის მოწვეულ რედაქტორად იმუშავა. ნომერს ორი განსხვავებული ყდა აქვს - ერთი ფოტოგრაფ სტივენ მაიზელის გადაღებულია, მეორე კი მხატვარ ანა ვეიანტის შესრულებულ ნახატს წარმოადგენს, რომელზეც კაია გერბერია გამოსახული. ახალი ნომრის ფოტოსესიისთვის გერბერმა სამოსი Marc Jacobs-ის 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან მოირგო, მის ორიგინალურ ვარცხნილობასა და მაკიაჟზე კი ცნობილმა ვიზაჟისტმა და სტილისტმა - Guido Palau-მ და Pat McGrath-მა იზრუნა.
ამერიკული Vogue-ს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჟურნალმა მოწვეული რედაქტორი დაასახელა, მარკ ჯეიკობსს ნომრის ხელმძღვანელობა მთავარმა რედაქტორმა ანა ვინტურმა გადააბარა და მას წლის ბოლო ნომრის შექმნის შესაძლებლობა მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული Vogue-სთვის მოწვეულმა რედაქტორმა პირველად იმუშავა, ჟურნალის სხვა ქვეყნის გამოცემებისთვის მსგავსი შემთხვევა ახალი არ არის, მაგალითად, ბრიტანული Vogue-ის 2019 წლის სექტემბრის ნომრის მოწვეული რედაქტორი სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი იყო.
სპეციალური გამოშვება ამერიკული Vogue-ს დეკემბრის ნომერი შემოქმედებითობაზე ამახვილებს ყურადღებას, ჟურნალში წაიკითხავთ კაია გერბერისა და ამერიკელი მწერლის, დანა სპიოტას საუბრებს ლიტერატურის და გერბერის სამსახიობო კარიერის ახალი ნაბიჯების, პროფესიონალური თეატრალური დებიუტის შესახებ. ჟურნალის ახალი ნომერი 26 ნოემბრიდან გამოვა.
ფოტოს წყარო: Vogue
დაწერე კომენტარი