Jacquemus ახალ სადღესასწაულო კოლექციას და კამპანიას -  Winter Retreat-ს აქვეყნებს, რომელშიც ალექს კონსანი მონაწილეობს, კამპანიის ფოტოები და ვიდეოები კი Lisa Jahovic-მ გადაიღო. ლიმიტირებული გამოშვების კოლექციაში როგორც სადღესასწაულო პერიოდის, ისე ზამთრის სეზონის, ასევე სამთო-სათხილამურო სამოსი და აქსესუარებია წარმოდგენილი. ახალი კოლექცია აერთიანებს კომფორტულ სამოსს, ნაქსოვ ჟაკეტებსა და პალტოებს, სპორტულ ორეულებს, ზამთრის აუცილებელ აქსესუარებს - ქუდებს, შარფებს, ხელთათმანებს და ნიღბებს. 

კოლექციაში ვხვდებით Jacquemus-ის კლასიკური ჩანთების ახალ ინტერპრეტაციებს, ზამთრის სეზონით შთაგონებული ტექსტურებითა და ფერთა პალიტრით, მათ შორის Pochette-ს, Le Bisou-სა და Le Rond-ის მოდელებს. სადღესასწაულო შეთავაზების ფარგლებში, კოლექციაში ასევე აღმოაჩენთ სხვადასხვა სასაჩუქრე ნივთს  - იქნება ეს თერმოსი, პლედები, ხის სათამაშო იო-იო, გასაღების საკიდები, Mikado თუ სასმლის გასახსნელი აქსესუარები.

Jacquemus-ის Winter Retreat კოლექცია მოიცავს ორ ახალ კოლაბორაციას - ლიმიტირებული გამოშვების სანთლებს Trudon-თან თანამშრომლობით პიტნის, ლიმონისა და შავი მოცხარის ნოტებით. ასევე, ვხვდებით ორი ახალი დიზაინის სათხილამურო ფეხსაცმელს Moon Boot-თან კოლაბორაციით -  ხელოვნური ბეწვით გაფორმებულ The Jacquemus Yeti Moon Boot-სა და ზამშის ფეხსაცმელს - Mohair Moon Boot-ს ნაქსოვი დეტალებით.



ფოტოს წყარო: Jacquemus