ფრანგული, განსაკუთრებული კულინარიული გემოებით, უმაღლესი ხარისხის პროდუქციით და უნიკალური რეცეპტებით გამორჩეული ბულანჟერია ‘’ბრეტონი’’ მომხმარებელს 10-ზე მეტი დასახელების პურის დაგემოვნების შესაძლებლობას აძლევს, რომელიც პარიზული არტიზანული პურის ხელოვნებასა და ტექნოლოგიას აერთიანებს. ‘’ბრეტონში’’ პური ბიოორგანული ინგრედიენტებით მზადდება და შეფ ბენუა კასტელის მრავალწლიან გამოცდილებას, მის პერსონალურ რეცეპტებსა და ტექნოლოგიებს ეფუძნება. 

‘’ბრეტონის’’ პური ტრადიციული ფრანგული მეთოდით მზადდება, რაც ბიოორგანული ფქვილისა და ბუნებრივი საფუარის გამოყენებას გულისხმობს. პარიზის სიახლოვეს, სოფელ ვერდელოში წარმოებული ფქვილი ‘’მულენ ბურჟუა’’, რომლითაც ‘’ბრეტონის’’ პურები მზადდება, ექსკლუზიური ფრანგული მარცვლეულით მიიღება, რომელიც ვერდელოს მიდამოებში, 200 კმ-იან რადიუსში იზრდება და როგორც ადგილობრივი კლიმატი, ისე ნიადაგის განსაკუთრებული თვისებები მარცვლეულის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს.  

‘’ბრეტონის’’ მცხობელები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ პურის ტექსტურას - რბილი, ჰაეროვანი და არომატული პური ნაზავის სრულყოფილი კონსისტენციით, სწორად შერჩეული ფქვილით და გამორჩეული ტექნიკით იქმნება. 

‘’ბრეტონის’’ მცხობელებმა პარიზში ბენუა კასტელთან, მისივე საწარმოში გაიარეს გადამზადების კურსი და დეტალურად გაეცნენ მის შექმნილ ექსკლუზიურ რეცეპტებსა და მრავალწლიან გამოცდილებას. ფერმერების ოჯახში გაზრდილ ბენუა კასტელს, რომელიც ბავშვობიდან გატაცებული იყო კონდიტერიითა და პურ-ფუნთუშეულით, პირველად პურის გამოცხობის იდეა 7 წლის ასაკში გაუჩნდა, 17 წლიდან კი პარიზში დაფუძნდა და დღემდე თავისი პერსონალური ქსელური ბრენდის პარალელურად, ბევრ სხვადასხვა ცნობილ რესტორანთან და ბულანჟერიასთან თანამშრომლობს. 

ბენუა კასტელთან კურსის გავლის შემდეგ, ‘’ბრეტონის’’ სამუშაო პროცესში შეფი, მცხობელები და კონდიტერები ერთობლივად ჩაერთნენ და დღეს სტუმრებს იდენტური პარიზული და ბრეტონული გემოებით შექმნილ პურს სთავაზობენ. ‘’ბრეტონში’’ შეხვდებით ისეთ პურს, როგორიცაა ტრადიციული ბაგეტი, პავე, ბრეტონი, მიული, პური გრანოლა თხილით, ნიგოზითა და ქიშმიშით, უგლუტენო წიწიბურას პური, მარცვლეულის პური, ბალტიკი ალაოს ბიოორგანული ფქვილითა და 5 მარცვლით, ტოსტის და კუთხის პური. შესაბამისად, ფრანგულ ბულანჟერიაში წარმოდგენილი არტიზანული პურის მრავალფეროვნება ნებისმიერი გემოვნების მქონე სტუმარს აძლევს შესაძლებლობას “ბრეტონში” საყვარელი პური აღმოაჩინოს.