უნიკალური თავგადასავლებით, ისტორიული და დახვეწილი მატარებლებით გამორჩეული Belmond უახლეს მატარებელს Britannic Explorer-ს წარმოადგენს, რომელიც პირველ მოგზაურობას 2025 წლის ივლისში შეასრულებს და სტუმრებს კორნუოლში, უელსსა და Lake District-ში ამოგზაურებს. Britannic Explorer სამ დღიანი მარშრუტით იმოძრავებს და სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს ისტორიული ქალაქები, სოფლები და ინგლისის გამორჩეული მიწები აღმოაჩინონ. 

ახალი მატარებლის ინტერიერის დიზაინზე ლონდონში დაფუძნებულმა დიზაინის სტუდიამ Albion Nord-მა იმუშავა, სტუდიის დირექტორის - ბენ ჯონსონსის და მისი გუნდის შთაგონება დიდი ბრიტანეთის თვალწამრტაცი პეიზაჟები, ინგლისური ბაღები, ყვავილების მდელოები და სანაპიროები იყო, სწორედ ამ ელემენტების გათვალისწინებით შეიქმნა Britannic Explorer-ის კაბინის ინტერიერი - დამახასიათებელი ფერებით, ტექსტურებით, უმაღლესი ხარისხის ქსოვილებითა და დახვეწილი დეტალებით. კაბინა გაფორმებულია მუხის პანელებითა და Olly Fathers-ის გრაფიკული ხელოვნების ნამუშევრებით.

Britannic Explorer-ში წარმოდგენილია ვიქტორიანული სტილის ელემენტებით შექმნილი ბარი და ორი სასადილო, რომლისთვისაც შეფმა საიმონ როგანმა სპეცილური მენიუ შეიმუშავა, თითოეული კერძი Lake District-ში არსებულ ფერმაში მოყვანილი ინგრედიენტებით დამზადდება. ახალი მატარებელი მის მგზავრებს სპას - მელ კემპიონის სპეციალურად შექმნილი ნამუშევრებით, ლურჯი ტონებით და მარმარილოთი მოწყობილ გამაჯანსაღებელ ოთახსაც შესთავაზებს, რომელიც სხვადასხვა პროცედურებს გააერთიანებს.



ფოტოს წყარო: Belmond