ფლორენციაში მდებარე Villa San Michele, რომელიც მე-15 საუკუნეში ფრანცისკანელი ბერებისთვის მონასტრად აშენდა, დღეს ამ მხარეში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დიზაინის და უნიკალური ისტორიის მქონე სასტუმროა.
სასტუმროს ყველაზე შთამბეჭდავი ლოჯია, რომლის ფასადის მოხატვასაც მიქელანჯელოს მიაკუთვნებენ, 1600 წლით თარიღდება.1800 წლიდან მონასტერი საერო საკუთრება ხდება, 1982 წლიდან კი Orient Express Hotels-ის მფლობელობაში გადადის და ფლორენციის სახვითი ხელოვნების მუზეუმთან თანამშრომლობით მისი რესტავრაცია იწყება.
მას შემდეგ სასტუმრო, თავისი ფრესკებით, შუასაუკუნეების არქიტექტურით და Belmonde-ის სასტუმროების ქსელისთვის დამახასიათებელი მომსახურებით, ფლორენციაში ჩასული მოგზაურებისთვის დასასვენებლად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასურველი ადგილია.
ფისოლის ბორცვებზე განლაგებული სასტუმრო თავისი გამორჩეული ადგილმდებარეობის და შთამბეჭდავი ფლორენციული ხედების გამო, საყვარელი ადგილი იყო ჰოლივუდის ვარსკვლავებისა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვისაც.
ჯულია რობერტსი, ვივიენ ვესტვუდი, ჯონ კენედი, უელსის პრინცი სასტუმროს ხშირად სტუმრობდნენ. გარდა ამისა, სასტუმრო ამაყობს იმითაც, რომ მის სიახლოვესაა აშენებული მედიჩების ვილა. 1506 წელს კი სწორედ Villa San Michele-ს შესასვლელიდან უჩვენა ლეონარდო და ვინჩიმ თავისი პირველი მფრინავი მანქანა.
ამ მატერიალური და არამატერიალური კულტურის გაცნობა დღეს ნებისმიერ სტუმარს სასტუმროს 46 ნომერში შეუძლია, რომლებშიც შუა საუკუნეების ესთეტიკა იდეალურად არის შენარჩუნებული.
გარდა ამისა, აქ პირვანდელი ფორმითაა წარმოდგენილი ბაღიც, სადაც მდებარეობს აუზი არნოს ველის ხედებით, ფორთოხლის ხეები და 300-წლიანი გლიცინიები. იტალიურ ბაღში გასეირნების შემდეგ, სასტუმრო თავის რესტორანში ადგილობრივ სეზონურ ტოსკანურ კერძებს სთავაზობს სტუმრებს და გარდა მისი დაგემოვნებისა, საშუალებას აძლევს რესტორანი შეფმზარეულის, ალესანდრო კოზოლინოს კულინარიულ გაკვეთილებს და მასტერკლასებსაც დაესწროს.
ფოტოების წყარო: Bellmonde Villa San Michele
დაწერე კომენტარი