ისტორიული დრამა - The Empress, რომელიც ავსტრიის ახალგაზრდა იმპერატრიცას - ელისაბედის, იგივე სისის რომანტიკული და ამავდროულად, დრამატული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, მეორე სეზონით ბრუნდება, მაყურებელი სერიალის პრემიერას Netflix-ზე 22 ნოემბრიდან იხილავს. The Empress-ის დებიუტი 2022 წელს შედგა და მალევე მოიპოვა პოპულარობა, გახდა გამარჯვებული ემის ნომინაციაში - საუკეთესო დრამატული სერიალი. 

იმპერატრიცას მთავარ როლს, ისევე როგორც პირველ სეზონში, კვლავ შეასრულებს Devrim Lingnau. მასთან ერთად გასული სეზონიდან ვიხილავთ მსახიობებს: Philip Froissant-ს, Melika Foroutan-ს, Johannes Nussbaum-ს, Jördis Triebel-ს. ასევე, სერიალს დაემატებიან ახალი მსახიობები - ჟოზეფინ ტიზენი, რომელიც პრინცესა მარის როლს შეასრულებს და კრისტოფ ფავრი, ნაპოლეონ III-ის როლით. 

დახვეწილი და ლამაზი კოსტიუმებით გამორჩეული, რომანტიკით, სასახლის ინტრიგებითა და დაძაბული სცენებით, სერიალი აქცენტს აკეთებს სისის და ევროპის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურის - იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის სიყვარულის და მასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ. სერიალში ვხვდებით ახალგაზრდა იმპერატრიცას დაძაბულ ურთიერთობას ფრანცის დედასთან - ჰერცოგინია სოფიასთან და ძმასთან, რომელთა შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. ელისაბედის ცხოვრების ისტორია მეორე სეზონში გრძელდება და ვიხილავთ მის გამბედაობას, შეუპოვრობასა და ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის, საკუთარი თავისა და ხალხისთვის.



ფოტოს წყარო: Netflix