ესპანური ბრენდი Basmar Swimwear 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციას წარმოადგენს, რომლის კამპანიის მთავარი სახე თაკო ნაცვლიშვილია. ქართველი მოდელი კუნძულ მალიორკაზე ფოტოგრაფმა Bernando Baragaño-მ აღბეჭდა.
Basmar Swimwear საცურაო კოსტიუმებს 1975 წლიდან აწარმოებს და ქმნის კომფორტსა და სილამაზეზე ორიენტირებულ მრავალფეროვან კოლექციებს. თაკო ნაცვლიშვილმა ბრენდის უახლესი კოლექციიდან სხვადასხვა სტილის, დიზაინისა და ფერის პრინტებით გაფორმებული საცურაო კოსტიუმები და პლაჟის სამოსი მოირგო, მათ შორის - Agatha, Indira, Eva, Margareth. თითოეული მათგანის სახელწოდება შთაგონებულია ისეთი ლეგენდარული ქალებით, როგორებიც არიან - აგატა კრისტი, ინდირა განდი, ევა პერონი და მარგარეტ ჰამილტონი.
დაწერე კომენტარი