Hyundai-მ დაადასტურა, რომ N Vision 74-ის ლიმიტირებული რაოდენობა - 200 მანქანა -  2026 წლიდან ჩაეშვება წარმოებაში. სამხრეთკორეელი ავტომობილების დიზაინერის, SangYup Lee-ს მიერ შექმნილი N Vision 74 პატივს სცემს Hyundai-ს პირველ კონცეპტუალურ მანქანას, 1974 წლის Pony Coupe-ს და აჩვენებს ბრენდის მომავლის ხედვას და ინოვაციებისადმი ერგულებას. წყალბადის ელექტრო-ჰიბრიდული, კონცეპტუალური მანქანა აერთიანებს რეტრო დიზაინს ფუტურისტულ ტექნოლოგიასთან. N Vision 74 სუპერმანქანა კორეული ავტომწარმოებლის მიერ გამოშვებული 21 ელექტრო-მოდელიდან ერთ-ერთი იქნება და მომხმარებლებს ახალ გამოცდილებას შესთავაზებს. 

IMG_1743.PNG 197.87 KB
N Vision 74-ის ინტერიერის და ექსტერიერის ელემენტები შთაგონებას იღებს როგორც წარსულიდან, ისე მომავლიდან, რაც მანქანის განსაკუთრებულ ვიზუალურ იდენტობას განსაზღვრავს. მისი დიზაინი აერთიანებს კლასიკურ, ისტორიულ სტილს, თანამედროვე ესთეტიკას და ინოვაციურ დეტალებს, ეხმიანება Hyundai Pony Coupe-ს 1974 წლის კონცეფციას, რომელიც შეიმუშავა ავტომობილების ლეგენდარულმა დიზაინერმა ჯორჯეტო ჯუჯარომ. სწორედ მოწინავე ტექნოლოგიებისა და ისტორიული ვიზუალის ბალანსით შეიქმნა N Vision 74, რომელიც Hyundai-მ პირველად 2022 წელს წარადგინა.
d2d9f8c7-b7bf-437f-bbcc-55e8c01ad925.jpeg 121.77 KB
N Vision 74 გამოირჩევა ოპტიმიზებული სითბოს მართვით, ინდივიდუალური გაგრილების სისტემებით და ინტეგრირებული კონტროლის სისტემით. მანქანას აქვს შესაძლებლობა ენერგია მიიღოს ბატარეით ან წყალბადით, ცალ-ცალკე ან ერთად, რაც ამცირებს ძრავის ტემპერატურას და ხაზს უსვამს Hyundai-ს ხედვას ელექტრიფიკაციის მდგრადი მომავლის შესახებ. ჰიბრიდულ მოდელს აქვს ენერგიის უსწრაფესი შევსების ძალა და გაფართოებული დიაპაზონი, მანქანას შეუძლია 5 წუთში ხელახლა დაიმუხტოს და სრულად გამოიყენოს პოტენციალი. N Vision 74-ის  სიმძლავრე 680 ცხენის ძალაა და  შეუძლია 4 წამზე ნაკლებ დროში 0 კმ/სთ-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარე განავითაროს. 


ფოტო: Hyundai