ქართული დიზაინისა და პროექტების მართვის კომპანია LSG Solutions-მა მესტიის აეროპორტი დააპროექტა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული არქიტექტურისა და დიზაინის ბრიტანული გამოცემის, Dezeen-ის ვებგვერდზე მოხვდა და ვრცელი სტატია მიეძღვნა. 

2.jpg 192.7 KB
2020 წელს საქართველოში დაფუძნებული LSG Solutions შემოქმედებითი დიზაინერული ხედვით, ტექნიკური სიზუსტით, ინოვაციური, კონტექსტზე მორგებული და მდგრადი არქიტექტურული პროექტებით გამოირჩევა. კომპანია დიზაინისა და პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით სხვადასხვა სექტორზე მუშაობს - იქნება ეს მრავალფუნქციური სივრცეები, უძრავი ქონება, ჯანდაცვა, განათლება, მრეწველობა, სავაჭრო ობიექტები თუ ინფრასტრუქტურა. კომპანიის ინოვაციურ მიდგომებს და მომავლის ხედვას ციფრული ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება უზრუნველყოფს. სწორედ LSG Solutions-ის უნიკალური ხედვის შედეგი და მაგალითია ფუნქციური, ადგილობრივ კულტურასა და ბუნებრივ ლანდშაფტთან ორგანულად შერწყმული მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი.
3.jpg 126.29 KB
მესტიის აეროპორტი განსაკუთრებული და ორიგინალურია სიმბოლიზმითაც - პროექტი თამარ მეფის საზეიმო სამოსითა და ნაციონალური ორნამენტების შთაგონებით შეიქმნა. ტრადიციული ორნამენტების თანამედროვე ინტერპრეტაცია, მარგალიტის, ბრილიანტის ფორმები და ჯვარედინი ნაკერების შენობაში ინტეგრირება, საქართველოს ისტორიასა და არქიტექტურულ მომავალს შორის ღრმა კავშირს ქმნის და როგორც კომპანიის მიერ ეროვნული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას, ისე ლოკალურ კონტექსტსა და თანამედროვე ხედვას უსვამს ხაზს. "პროექტი მოიცავს ორნამენტულ სტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ისტორიული ფიგურის - თამარ მეფის პატივსაცემად არის შექმნილი, ის საქართველოს ოქროს ხანის პერიოდში, მე-12 საუკუნის ბოლოსა და მე-13 საუკუნის დასაწყისში მეფობდა. ამ ისტორიულ პერიოდზე დაყრდნობით, ახალი ტერმინალი აერთიანებს როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე ნიშნებს, რის შედეგადაც იგი საქართველოს არქიტექტურაში ‘’კულტურულ ორიენტირად’’ იქცევა”. - წერს გამომცემლობა Dezeen.
4.jpg 280.43 KB
ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურ და ორგანულ შერწყმას ხაზს უსვამს აეროპორტის ხის მასალის კონსტრუქციები, ფართო სარკმლები და ბუნებრივი განათებები. შენობის სახურავზე განთავსებული იქნება ‘’სქაილაითები’’, რაც შიდა და გარე სივრცეების არქიტექტურულ უწყვეტობას უზრუნველყოფს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ორგანიზებული ეროვნული კონკურსის ფარგლებში, 18 წამყვან არქიტექტურულ კომპანიას შორის შერჩეული მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის განხორციელება 2025 წელს დაიწყება.