დანიელ კუპერმანის Vero Moda: სიმშვიდე და მინიმალიზმი
სილუეტებიდან მარადიულ სიმარტივემდე - ეს ექსკლუზიური კოლექცია შექმნილია თანამედროვე შთაგონებებით.
ლონდონი, ივნისი 2025 - მოდელი, მწერალი და კრეატიული დირექტორი დანიელ კუპერმანი ბრუნდება ახალი, საგულდაგულოდ შერჩეული კოლექციით, რომელიც ზუსტად ასახავს მის ხელწერას: მარადიული, მინიმალისტური მუხტით სავსე სტილი.
ექვსი მთავარი კაბა - და ექვსი განწყობა. თითოეული მათგანი ამბავს ჰყვება და თან ერთი მარტივი კითხვა დაჰყვებათ თან: რომელს ეტყვი შენ ‘კის’?
„ზოგჯერ საკმარისია ერთი სწორი კაბა და ერთი მომენტი,“ - ამბობს დანიელი. და თანაც მისთვის სიმარტივე უბრალოდ არჩევანი კი არ არის - ეს ფილოსოფიაა.
კოლექცია მკვეთრი ხაზებით, რბილი ქსოვილებითა და ელეგანტური ფორმებითაა გამორჩეული. აქ მთავარი ფოკუსი ერთია: ფორმა, მოძრაობა და ქალურობა.
„ჩემი სტილი გამარტივებული და უკვდავია,“ - გვიყვება კუპერმანი.
„ინსპირაცია მოდის ძველი დროის კლასიკიდან - ცოტა ვინტაჟი, ცოტა მინიმალიზმი და ყველაფერი ზედმეტი გადატვირთვის გარეშე.“
„დაიცავი შენი სტილი. ნუ შეეცდები გადაჭარბებას. უბრალოდ გაიგე, რა არის შენი - ფერით, ფორმით და რაც ყველაზე მთავარია - შეგრძნებით.“
მთელი კოლექციიდან ის მხოლოდ ერთს გამოარჩევს:
„მართლა ‘90-იანი წლების ხალიჩას მოგაგონებს. არაფერი ზედმეტი, მაგრამ ფორმა იდეალურია. და ეს შენკენ აქცევს მთელ ყურადღებას - თავისით, ბუნებრივად, ზედმეტი ძალდატანების გარეშე.“ მაგრამ ის მხოლოდ წითელი ხალიჩისთვის არ ქმნის. დანიელის ხედვა მარტივია: ერთი და იგივე კაბა უნდა შეგეძლოს მოირგო ღია ცის ქვეშ წვეულებაში, ქორწილში ან თუნდაც ვახშამზე (სანთლების ფონზე).
„მთავარია, რომ კაბა მარტივად ჩასაცმელი იყოს და მრავალფეროვნება გამოარჩევდეს“. მოულოდნელ დეტალებზე რას იტყოდით? თუნდაც ერთი პატარა ნაკეცი, ფარული მორთულობა ან უცნაური ჭრილი - სწორედ ის პატარა ამბავია, რასაც დანიელი ყველაზე მეტად აფასებს.
„იმ ქალისთვისაა, ვინც თავის თავს იცნობს. ვინც იცის, რომ ელეგანტურობა გადამეტებას არ საჭიროებს. ვისაც ჩაცმულობა საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება ჰგონია და არა შოუ.“
„წერა ჩემი ყველაზე შინაგანი შემოქმედებაა, მაგრამ მოდა - ჩემი ყოველდღიური ენა. მინდა, ეს ნივთები დაეხმაროს სხვებს, თავი საუკეთესოდ იგრძნონ მნიშვნელოვან მომენტებში“.
ეს არ არის უბრალოდ კაბები - ეს არის მომენტები, ამბები და მოგონებები, რომლებიც ქსოვილშია ჩაქარგული და ქარვასავით, საუკუნოდაა შემონახული.
გაეცანი სრულ კოლექციას Vero Moda-ს მაღაზიაში, ისთ ფოინთში. დანიელის ხელწერით შექმნილი დანიური ბრენდის ახალ-ახალი ნივთები - თითოეული ქალისთვის იდეალურია!
პ.ს. და რაც მთავარია გახსოვდეთ - ერთი კაბა. ბევრი ისტორია. დაუვიწყარი მომენტები.
ავტორი: ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი
დაწერე კომენტარი