საცურაო აუზები ხელოვანების უსასრულო შთაგონების წყაროა, წლების განმავლობაში უამრავმა არტისტმა აუზებს სხვადასხვა სერიები მიუძღვნა, ბევრმა მათგანმა კი ისინი არაორდინალური და გამორჩეული დიზაინით ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნა. ხელოვანები აუზის გაფორმებით ხშირად მრავალფეროვან თემებსა და ემოციებს წარმოგვიდგენენ. გიზიარებთ 20 საცურაო აუზს ორიგინალური დიზაინით, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არტისტებმა შექმნეს ან გააფორმეს უნიკალური ნამუშევრებით.
Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel.jpg 135.09 KB ფრედერიკ ვეისმანის ლოს-ანჯელესში მდებარე რეზიდენციის საცურაო აუზი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ვიზუალურად დახვეწილი ნამუშევარია მის არქიტექტურაში. აუზის ნაწილია Renate Göbel-ის მცურავი სკულპტურა, რომელიც ორიგინალურ ეფექტს ქმნის და ასევე ცნობილი კოლუმბიელი ხელოვანის, ფერნანდო ბოტეროს ბრინჯაოს კატა, რომელიც ერთგვარ "კომიკურ" ელემენტს წარმოადგენს. Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (1).jpg 222.63 KB აუზი, რომელიც ცვალებად ცას ირეკლავს და თავისი დიზაინით - წითელი და ლურჯი პრინტით - იმედისა და რწმენის სიმბოლოა, 1970 წელს ხელოვანმა ალფონსო ოსორიომ ნიუ-იორკში, ლონგ აილენდში მდებარე კერძო სახლში დააპროექტა და უნიკალური დიზაინის მხატვრული კომპოზიცია შექმნა. აუზში წყალი და არეკლილი სინათლე მუდმივად ურთიერთქმედებენ, ერთგვარ ინტერაქციას ქმნიან და ნამუშევარიც მოძრავ მონუმენტად იქცევა.Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (2).jpg 316.58 KB ფრანგულ რივიერაზე, Cap d’Ali-ში კამელ მენურის საზაფხულო რეზიდენცია მდებარეობს, რომელსაც ამერიკელი მხატვრის, Matthew Lutzkinoy-ს მიერ მოხატული აუზი ამშვენებს. წყალთან და ბუნების ელემენტებთან დაკავშირებული ნამუშევრებით სახელგანთქმულმა Lutzkinoy-მ აუზის ზედაპირი ისე მოხატა, რომ ის თავისი დიზაინით იდეალურად ერწყმის მიმდებარე გარემოს და ქმნის გეომეტრიული ფორმების, სინათლისა და ჩრდილის სინთეზს.Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (3).jpg 119.32 KB ჯეიმს ტურელმა იმუშავა ცნობილი ფრანგი ინტერიერის დიზაინერის, Jacques Grange-ის კერძო სახლში მდებარე აუზზე. აუზი ხელოვნებისა და დიზაინის უნიკალური შერწყმაა, რომელიც ხაზს უსვამს ტურელის ხელწერას და მინიმალისტურ სტილს. Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (4).jpg 198.92 KB ბრიტანელმა მხატვარმა Cecily Brown-მა მოხატა იახტა Savannah-ის საცურაო აუზი, რომელიც ასევე თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის იდეალურ შერწყმას წარმოადგენს. Savannah ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იახტაა, რომელიც დახვეწილი და ელეგანტური საცხოვრებელი სივრცეებით გამოირჩევა. Cecily Brown-ის აუზის კონცეფცია ენერგიას, რიტმულ მოძრაობას, ცოცხალ ფორმებს ეფუძნება.Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (5).jpg 90.77 KB დევიდ ჰოკნის ნამუშევრების განუყოფელი ნაწილია წყალი და აუზის თემატიკა, ის ყოველთვის წარმოაჩენდა აუზებს, როგორც განსაკუთრებულ სივრცეებს, სადაც შეეძლო ჩაეტარებინა ექსპერიმენტები, სხვადასხვა ფორმებისა და შუქ-ჩრდილების თამაშით. გამორჩეულ ნამუშევრებს შორის არის ჰოკნის 1960-იან წლების “აუზების სერია”, ამავდროულად კი მისი განსაკუთრებული ნამუშევარია ლონგ აილენდში, ალფონსო ოსორიოს სახლში მდებარე აუზი, რომელიც ჰოკნიმ 1970 წელს მოხატა. Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (6).jpg 162.42 KB გერმანელ ხელოვან David Zwirner-ს უკავშირდება East Village-ში, ბრაუნსტოუნში საცხოვრებელი სახლის აუზის შექმნა, რომელიც ერთგვარ სივრცით და მხატვრულ ექსპერიმენტად ითვლება. აუზი მინიმალისტური დიზაინისაა და გადაწყვეტილია პასტელურ ფერებში. Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (7).jpg 227.01 KB ამალფის სანაპიროზე, ქალაქ პოზიტანოში მდებარე სასტუმრო - Le Sirenuse, თავისი ულამაზესი ფასადის და ტერასული ბაღების გარდა, ყურადღებას სწორედ საცურაო აუზით იქცევს, რომელზეც შვეიცარიელმა ხელოვანმა Nicolas Party-მ იმუშავა. აბსტრაქტულ მოტივებზე დაფუძნებული აუზი, თავისი ლურჯი და მწვანე ფერებით, ღრუბლებსა და წყალს შორის კავშირს ასახავს, მის შიგნით კი მზის გამოსახულების მქონე მოზაიკის დიდი სფეროა განთავსებული.Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (8).jpg 217.88 KB Sylvie Fleury-ის აუზი ავსტრიაში, ზალცბურგში მდებარე Tadeusz Rópkak-ის რეზიდენციაშია განთავსებული და წარმოადგენს მინიმალისტური დიზაინის მაგალითს, დახვეწილი გეომეტრიული ფორმებითა და ფერთა კონტრასტით. აუზის ფსკერი გაფორმებულია წარწერით - ‘’BE AMAZING”.Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (9).jpg 129.93 KB 1987 წელს კიტ ჰარინგმა შექმნა ფრესკა საზოგადოებრივი საცურაო აუზისთვის ნიუ-იორკში. Carmine Street Pool-ის კედლები ხელოვანმა მხიარული, დინამიკური ფიგურებით მოხატა. ფრესკა დროთა განმავლობაში დაზიანდა და 2000-იან წლებში ის ჰარინგის ფონდმა ზედმიწევნით აღადგინა.Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (10).jpg 101.9 KB ლესლი და რუფუს სტილმანების საცხოვრებელი სახლის აუზი, რომელიც ლიჩფილდში მდებარეობს, გაფორმებულია კედელზე დატანილი Alexander calder-ის აბსტრაქტული ნამუშევრით. ფრესკა ასახავს ხელოვანის ხედვას და მხატვრულ ნიშნებს, გეომეტრიულ ელემენტებსა და კონტრასტულ, ფერად მოცულობებს.Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (11).jpg 208.69 KB თანამედროვე იტალიელი ხელოვანის, Francesco Clemente-ის მიერ შექმნილი ფრესკა აუზზე, Studio Peregalli-ის პროექტისთვის, შვეიცარიის ალპებში მდებარე კოლექციონერის სახლში ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, რომელიც აქცენტს აკეთებს ექსპრესიულ და სიმბოლურ მხატვრულ სტილზე.Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (12).jpg 88.38 KB პაბლო პიკასომ შექმნა აუზის დიზაინი ცნობილი ბალერინისა და მოცეკვავისთვის - ანტონიო "El Bailarín"-ისათვის. პიკასოს ნამუშევრებში ხშირად შეინიშნება მუსიკასთან და ბალეტთან დაკავშირებული მოტივები და გამოსახულებები. მე-20 საუკუნის შუა პერიოდში სახელგანთქმული ბალერინისთვის პიკასომ სწორედ მოცეკვავის გამოსახულებით გააფორმა აუზი, რომელშიც სხეულის მოძრაობა, ფორმა და ემოცია მთავარ ადგილს იკავებს. Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (13).jpg 351.19 KB თევზების გამოსახულებებით გააფორმა აუზი Georges Braque-მა და 1963 წელს შექმნა ფრესკა, სახელწოდებით “Les Poissons”, რომელიც წყალში მცურავ თევზებს წარმოადგენს, ხელოვანისათვის დამახასიათებელი კუბური ფორმებითა და გეომეტრიული ელემენტებით. Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (14).jpg 230.32 KB Alexander Calder-ის სკულპტურას ვხვდებით სენ-პოლ დე ვენსში, La Colombe d’Or-ის ტყით გარშემორტყმულ აუზზე, სადაც ხელოვანის ნამუშევარს სივრცეში პოეტური ელემენტი შეაქვს.Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (15).jpg 135.52 KB “Translation” - ასე ჰქვია 1966 წელს კონცეპტუალური მხატვრის, Joseph Kosuth-ის მიერ შექმნილ ნამუშევარს, რომელიც ხელოვანის ათენში მდებარე ერთ-ერთ სახლს ამშვენებს. Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (16).jpg 234.86 KB ავსტრიელი თანამედროვე მხატვრისა და მოქანდაკის, Franz West-ის ვარდისფერი სკულპტურა აფორმებს Thierry Gillier-ის აგარაკზე მდებარე საცურაო აუზს.Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (17).jpg 451.27 KB პიტერ კოგლერის ნამუშევარს შეხვდებით საფრანგეთში, პროვანსში მდებარე თანამედროვე სკულპტურების პარკ Domaine du Muy-ში. ხელოვანი თანამშრომლობდა მოზაიკების კომპანია Ezarri-სთან, რათა შეექმნათ უნიკალური დიზაინის მოზაიკა.Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (18).jpg 46.89 KB Carsten Höller-მა 1999 წელს შექმნა სენსორული აუზი “Giant Psycho Tank”. აუზი სავსეა მარილიანი წყლით და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს ჩაძირვის გარეშე იცურონ ზედაპირზე.Summertime. Twenty arty pools. Here is my selection of 20 swimming pools made by artists themsel (19).jpg 198.19 KB Elmgreen & Dragset-მა 2016 წელს შექმნა ორიგინალური ნამუშევარი „Van Gogh’s Ear“, რომელიც 9 მეტრი სიმაღლის მხატვრულ ინსტალაციას - მასიურ საცურაო აუზს წარმოადგენს. ნამუშევარი თავდაპირველად ნიუ-იორკში, როკფელერის ცენტრთან განთავსდა, შემდეგ კი ჩინეთის K11 Art Foundation-ის ხელოვნების სივრცეში გადაიტანეს.
გამოქვეყნების თარიღი:
20 აგვისტო, 2025
დაწერე კომენტარი