თიბისი კონცეპტი ყოველ სეზონზე მომხმარებლებს საინტერესო შეთავაზებებს უმზადებს და სთავაზობს სპეციალურ ფასდაკლებებს იმ კატეგორიებში, რომლებიც კონკრეტულ სეზონს იდეალურად ერგება. შემოდგომა წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონია, რომელიც სიახლეებთან ასოცირდება, ცხელი ზაფხულის შემდეგ ენერგიის აღდგენა, დადებითი ემოციებით დამუხტვა და ახალი სეზონის სამზადისი სასიამოვნო პროცესია, ამიტომ თიბისი კონცეპტმა სექტემბერში მრავალფეროვანი შეთავაზებები მოამზადა, რომლებიც საინტერესო სიახლეებს, გამოფენას, ფესტივალებსა და ტურნირებს აერთიანებს. გიზიარებთ სექტემბრის კალენდარს, რომელშიც თიბისი კონცეპტის საშემოდგომო შეთავაზებებზე მოგიყვებით.
2f0e57d3ec6907ca2e531ace95a33278.jpeg170.6 KBსექტემბრის განსაკუთრებული სიახლეა თბილისში უმაღლესი კლასის ჯაზკლუბის გახსნა - Tatuza Jazz Club, რომელიც ლეგენდარულ ჯაზმუსიკოსსა და მენტორს - თამაზ ყურაშვილს - თათუზას ეძღვნება. კლუბი სასტუმრო "ტელეგრაფში" 15 სექტემბერს გაიხსნა და თბილისში ახალი მუსიკალური ეპოქა დაიწყო. Tatuza Jazz Club კულტურის სფეროს ცნობილ ორგანიზაციებთან და პრომოუტერებთან ითანამშრომლებს, უმასპინძლებს მსოფლიოში ცნობილ ჯაზარტისტებს, იქცევა უნიკალური ჟღერადობის მქონე კლუბად და თავისუფლების ეპიცენტრად. Tatuza Jazz Club-ში თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე ფასდაკლება გავრცელდება. seqtemberiiArtboard 3.jpg940.93 KB16 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, თეატრი „სახელოსნო 42-ის“ ახალი სეზონი დაიწყო, რომლის ფარგლებში მაყურებელი კარგად ნაცნობ, საყვარელ სპექტაკლებთან ერთად სცენაზე სიახლეებს იხილავს. 20, 24 სექტემბერს გაიმართება სპექტაკლი "ამარკორდი", ხოლო 21 სექტემბერს და 4 ოქტომბერს - "ცხვირი". 18 სექტემბერს შედგა პრემიერა სპექტაკლისა, "ვერაგობა და სიყვარული". 27 სექტემბერს სცენაზე ვიხილავთ "TooTsie"-ს, 1 ოქტომბერს "1921-1924", ხოლო 5 ოქტომბერს სცენაზე გამოჩნდება "ბენზინგასამართი სადგური". თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელებისთვის, თეატრი „სახელოსნო 42“-ს მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.515083920_10161790773842898_6551796398046252881_n.jpg780.54 KB19-იდან 27 სექტემბრის ჩათვლით შემოდგომის სეზონის კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება - Annual Padel Tournament ჯიმბრიზში იმართება. ღონისძიება, როგორც პროფესიონალი მოთამაშეების, ისე მოყვარულთა ტურნირებს აერთიანებს. ტურნირის მიმდინარეობისას, ნინოშვილის სივრცეში პადელთან ერთად სხვა საინტერესო გამოცდილებებიც გელოდებათ. თიბისი კონცეპტ Visa სადებეტო ბარათით რეგისტრაციისას პადელის ტურნირზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. ასევე, სექტემბერში ჩატარდება პადელის All star ტური და ცნობილი ყოფილი სპორტსმენები სანახაობრივ მატჩებს გამართავენ. b5ef104dbfd4ce8878fbc13a24d0fc37.jpeg120.44 KB16 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით შემოდგომის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც თეატრის, კინოსა და თანამედროვე ცეკვის მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს. 17-წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი ორ მთავარ პროგრამას წარმოადგენს - ის 21 სექტემბერს ქართული სპექტაკლების პროგრამით გაიხსნება და საერთაშორისო პროგრამით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეწვევიან დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საბერძნეთის, ლატვიის, ისრაელის თეატრისა და თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავები. სპექტაკლებს თეატრი 42, გრიბოედოვისა და მარჯანიშვილის თეატრები უმასპინძლებენ. თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელები თეატრალური ფესტივალის ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.541693889_1223538333138604_4358743974907274215_n.jpg580.78 KB1-ელი სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე მასპინძლობს გამოფენას, სახელწოდებით „რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“. გამოფენა ორ ნაწილად იყოფა და ის ქართველი ხელოვანის მიერ შექმნილ გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს აერთიანებს, თიბისი კონცეპტის გალერეის პირველი სართული გრაფიკულ ნამუშევრებს ეთმობა, ხოლო მეორე სართულის საგამოფენო სივრცეში 6 ფერწერულ ტილოს შეხვდებით. ექსპოზიცია რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალურ იკონოგრაფიას ქმნის და პერსონაჟების მეშვეობით უნიკალურ ისტორიებს გვიყვება.
დაწერე კომენტარი