4 ნოემბერს Hulu-ზე რაიან მერფის ახალი სერიალის - All's Fair-ის პრემიერა გაიმართა, რომელშიც კიმ კარდაშიანი, ნაომი უოტსი, გლენ ქლოუზი, სარა პოლსონი, ნისი ნეში და ტეიანა ტეილორი მონაწილეობენ. ჯერჯერობით ცნობილია, რომ სერიალის პირველ სეზონს 10 დადასტურებული ეპიზოდი აქვს, მათგან პირველი სამი სადებიუტო სერიის ჩვენება უკვე შედგა, დანარჩენი 7 სერია კი 10 დეკემბრამდე ეტაპობრივად გამოვა. 

ფილმში მთავარი როლის შემსრულებლები ლოს-ანჯელესის წარმატებულ ადვოკატებს განასახიერებენ, რომელთა ირგვლივ საინტერესო სიუჟეტი ვითარდება. "All’s Fair"-ში დიდ როლს თამაშობს მოდა - მსახიობებისთვის შერჩეული სამოსი და აქსესუარები, დამახასიათებელი სტილი, რომელზეც დიზაინერმა პაულა ბრედლიმ ასისტენტ შენონ კემპბელთან ერთად იზრუნა. აღსანიშნავია, რომ რაიან მერფის და ახალი ფილმის მთავარი როლის შემსრულებელ კიმ კარდაშიანს აქამდეც უთანამშრომლიათ და ის 2023 წლიდან 2024 წლამდე American Horror Story-ის მეთორმეტე სეზონში მონაწილეობდა.